ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა
12:42 / 21.08.2021
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ხუთი ყველაზე გავრცელებული მითი კოვიდვაქცინებზე
ხუთი ყველაზე გავრცელებული მითი კოვიდვაქცინებზე
12:36 / 21.08.2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებზე, ,,ქუთაისიპოსტი" იმუნოლოგების არგუმენტირებულ პასუხებს გთავაზობთ

ქუთაისში კოვიდდადებით ქალს ტყუპები შეეძინა
ქუთაისში კოვიდდადებით ქალს ტყუპები შეეძინა
11:36 / 21.08.2021
ქუთაისში 47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა.
საქართველოში მოსახლეობის 23.2% ერთჯერადად, ხოლო 9.7% სრულად ვაქცინირებულია
საქართველოში მოსახლეობის 23.2% ერთჯერადად, ხოლო 9.7% სრულად ვაქცინირებულია
11:15 / 21.08.2021
21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 938 705 აცრა ჩატარდა, ხოლო ბოლო 24 საათში 28 555 პირი აიცრა.
დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
11:24 / 20.08.2021
დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მეტი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 
საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა
11:00 / 20.08.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 389  ტესტი. მათ შორის 29 181 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 208 PCR ტესტით.
იმერეთში სრულად 21 170 პირი აიცრა
იმერეთში სრულად 21 170 პირი აიცრა
10:58 / 20.08.2021
იმერეთის რეგიონში მოსახლეობის 6,3 % არის აცრილი.
საქართველოში პედაგოგების 40% აცრილია
საქართველოში პედაგოგების 40% აცრილია
10:41 / 20.08.2021
საქართველოს მასშტაბით აცრილი პედაგოგების რაოდენობა 40%-ს უახლოვდება.
ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში იუსტიციის სახლები ერთვებიან
ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში იუსტიციის სახლები ერთვებიან
10:38 / 20.08.2021
კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ.
ქუთაისის "ტორპედო" არ გაიყიდა
ქუთაისის "ტორპედო" არ გაიყიდა
19:53 / 19.08.2021
"ტორპედოს" გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა.
ვაქცინაციის მსურველ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზე აცრიან
ვაქცინაციის მსურველ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზე აცრიან
15:39 / 19.08.2021
იმერეთის მუნიციპალიტეტში ამცრელი ბრიგადების შეყვანა იგეგმება.
საპატრულო პოლიცია ქუთაისში უპირბადო მოქალაქეებს აფრთხილებს
საპატრულო პოლიცია ქუთაისში უპირბადო მოქალაქეებს აფრთხილებს
14:36 / 19.08.2021
ქუთაისის ქუჩებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქვეითად მავალ მოქალაქეებს აკონტროლებენ.
საქართველოში ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია
საქართველოში ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია
11:21 / 19.08.2021
,,ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს,'' - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
,,შემოდგომიდან 12 წლის ასაკიდან აცრებს დავიწყებთ'' - ამირან გამყრელიძე
,,შემოდგომიდან 12 წლის ასაკიდან აცრებს დავიწყებთ'' - ამირან გამყრელიძე
11:06 / 19.08.2021
საქართველოში იმუნიზაციის პროცესში  12 წელს მიღწეული პირების ჩართვაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
ბოლო 24 საათში საქართველოში 26 363 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში საქართველოში 26 363 ადამიანი აიცრა
10:55 / 19.08.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ  ჩატარდა 883 570 აცრა. 
საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა დადასტურდა
10:52 / 19.08.2021
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა
ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა
13:07 / 18.08.2021
DMO Imereti- ს ინფორმაციით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ტურიზმი 70%-ით გაიზარდა.

მაისის თვეში ქუთაისს 180 ტურისტი ეწვია, ივნისში მათი რაოდენობა 475-მდე გაიზარდა, ხოლო ივლისში ტურისტთა ნაკადი გაორმაგდა და ქალაქს 882 ტურისტი ესტუმრა.

ყველაზე მეტი ტურისტი ქუთაისს ყაზახეთიდან ეწვია, შემდეგ პოლინეთიდან, ლიეტუვადან,  გერმანიიდან და ლატვიიდან.

,,2020 წელთან შედარებით 2021 წლის მონაცემების შეფასება მხოლოდ საიმედო და პოზიტიურ კონტექსტში შეიძლება. ეს ბუნებრივიცაა სრული სტაგნაციისა და არაპროგნოზირებადი სიტუაციის შემდეგ. 2021 წლის დასაწყისში გახსნილი საზღვრების, დარეგულირებული კოვიდ სიტუაციისა და განსაზღვრული რეგულაციების ფონზე, სიტუაცია ტურიზმში,როგორც ქვეყნის მაშტაბით, ასევე ჩვენს რეგიონში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამოქმედებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ვიზიარის ბაზის დაბრუნება, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, ჩვენს ბაზარზეც ადეკვატურად აისახა და ტურისტულ სტატისტიკაზეც",
- აცხადებს DMO Imereti - ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.

საქსტატის კვლევის თანახმად,  საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3,28 მილიონმა ადგილობრივმა ვიზიტორმა 3,7 მილიონი ვიზიტი განახორციელა და ამ ვიზიტებისას 552,6 მილიონი ლარი დახარჯა. მათ მიერ გაწეული ხარჯების მონაცემი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 44,9%-ით აღემატება, ხოლო ვიზიტები წლიურად 23,4%-ით არის გაზრდილი. ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22%-ით და 149,2 ლარს უტოლდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისში ქვეყანაში სულ 146 664 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიის პერიოდისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ივნისის თვეში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდს 286,8%-ით აღემატება, თუმცა 2019 წლის ივნისის რაოდენობას 80%-ით ჩამორჩება.

გასულ 2020 წელს, ტურიზმის სექტორმა უცხოელი ვიზიტორებისგან 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება მიმდინარე წლის შემოსავლებს, 2021 წლის იანვარ-მაისში უცხოური ტურიზმიდან 176,5 მილიონი დოლარი შემოვიდა.
სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ
 სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ
11:25 / 18.08.2021
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები 500 - ლარიან დანამატს მიიღებენ.
საქართველოში სრულად 251 447 ადამიანია აცრილი
საქართველოში სრულად  251 447 ადამიანია აცრილი
10:54 / 18.08.2021
5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857 056 აცრა.
საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში  კორონავირუსის 5 914   ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
10:51 / 18.08.2021
საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
More Articles...

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.