ახალი ამბები
"ექსპერტებს მყუდროება სჭირდებათ " - გელათი ისევ დაკეტილია
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც იტალიელი  ექსპრეტები მუშაობენ, 20 დღეზე მეტია დაკეტილია.
უცხოელმა სპეციალისტებმა მუშაობა  ნოემბერში დაიწყეს, რომლის დროსაც მთლიანად შეიზღუდა სამონასტრო კომპლექსში შესვლა. მოგვიანებით,  ეს აკრძალვა ნაწილობრივ მოხსენეს. ამ დროისთვის მხოლოდ ტაძრის ეზოშია შესვლა ნებადართული, ხოლო ნაგებობაში  აკრძალულია.

" მათ (ექსპერტებს) უნდა ჰქონდეთ მყუდრეობა. მუშაობის დროს ტემპერატურა უნდა იყოს შენარჩუნებული.  შეზღუდვა  პარასკევს მოიხსნება",
- ამბობს სამონასტრო კომპლექსის წინამღვარი არქიმანდრიტი მოძღვარი იოსები.

იტალიელი კლიმატოლოგის დასკვნის საფუძველზე, გელათში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს.

გელათის სამონასტრო კომპლექსის დაკეტვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე წესად ექცა,  ტაძარში არსებული დაზიანებების შესწავლის მომენტში, სამონასტრო კომპლექსის შესასვლელის ჩაკეტვა.

ტაძარი  მიმდინარე წლის ივლისშიც დაკეტილი იყო, როცა  დაზიანებებს UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი სწავლობდა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.