ახალი ამბები
"გიჟივით მიყვარს საქართველო, ამიტომაც ვარ აქ" - სააკაშვილის მიმართვა სასამართლოდან
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებს მიმართა. მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოში ჩამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას უკრაინაში მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და ორჯერ შესთავაზეს პრემიერ-მინისტრობა, თუმცა შეთავაზებაზე ორივეჯერ უარი თქვა.

მან სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ ის მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში კითხულობს ლექციებს და ყველა ლექცია ანაზღაურებადია. სააკაშვილის თქმით მატერიალურად არასდროს არ ყოფილა ისე კარგად, როგორც უკრაინაში და რომ მას უკრაინა ძალიან უყვარს, მაგრამ ამავდროულად გიჟივით უყვარს საქართველო.

,,მე ყველაფერი გვერდზე გადავწიე და უარი ვთქვი დროებით, ჩამოვედი საქართველოში, სადაც შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ან დილეგში ჩავესვი, სადაც ჩემი ცოცხლად დარჩენის შანსი იყო მინიმალური. ალბათ ბევრი იტყვის რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი რომ ეს ყველაფერი გადადო გვერდზე და მორევში ჩაეშვას. მიზეზი, რატომაც ვარ აქ, არის ის რომ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ყოველ ღამე მესიზმრებოდა საქართველო, ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზოს სტადიონი და სულ უფრო აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ჩვენ ამას ვკარგავდით, რომ ამას ჩვენი ერი კარგავს. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. მე მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, რომ ვკარგავდით სამშობლოს და ან ახლა ან არასდროსო, მე მითხრა ეს სანდრამაც, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს სამშობლოსთვის გაკეთებული, მათ შორის სკრინინგიც. ბოლოს, დედაჩემმაც, რომელიც არის საქართველოს ისტორიის კარგი მცოდნე, მითხრა, რომ როგორც დედას, არ უნდოდა თავი საფრთხეში ჩამეგდო, მაგრამ სამშობლოს ახლა ვჭირდებდი. რა თქმა უნდა ლიზა იასკომაც მითხრა, რომ კატასტროფა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც, მე დავბრუნდი აქ'',- განაცხადა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას მართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან.


პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისებას ედავება. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.