ახალი ამბები
„ენობრივი ბარიერი არ არსებობს“ - მესხიშვილის თეატრის გასტროლი სლოვენიაში
FaceBook
"ხელოვნების ენა, როცა ის კლასიკაა,  სამყაროში არის ერთი. ენობრივი და კულტურული ბარიერი არ არსებობს, იქნება  ეს თეატრი, კინო მუსიკა თუ მხატვრობა", - ამბობს მსახიობი მარიკა სამანიშვილი.

ენა რომ ბარიერს არ ქმნის, მარიკა სამანიშვილმა და მესხიშვილის თეატრის სხვა მსახიობებმა კიდევ ერთხელ ირწმუნეს, როდესაც გასტროლებით სლოვენიას ეწვივნენ.

მათ სლოვენიის ქალაქ ნოვო გორიცაში ორი სპექტაკლი აჩვენეს.

დასმა ნოვა გორიცას დრამატულ თეატრში ,,DUPLET" და "კუ +კოკინა" წარმოადგინა.


სპექტაკლები ჰაროლდ პინტერის, ვაცლავ ჰაველისა და ეჟენი იონესკოს პიესების მიხედვითაა დადგმული.

მაყურებლისთვის ბარიერი არაფერს შეუქმნია, არც განსხვავებულ თეატრალურ კულტურასა და ტრადიციას, არც უცნობ ენას, იქამდე არც კოვიდრეგულაციებს, რომელიც მთავარ დაბრკოლებად ესახებოდათ მესხიშვილის თეატრის მსახიობებს.

"დიდი შიში გვქონდა, რომ მაყურებელი არ მოვიდოდა. მითუმეტეს, რომ ხალხი ქუჩაში, მარკეტებში, კაფეებში თითქმის არ დადიოდა. ამიტომ, როცა დარბაზში ბევრი ხალხი დავინახე, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაყურებელი არათუ მოვიდა, წასვლა არ უნდოდა", - ამბობს მარიკა სამანიშვილი.

მსახიობი სხვა ქვეყნებში გასტროლების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ გამოცდილებას, რაც ცოცხლი ურთიერთობით მიიღება, ვერ ისწავლი შორიდან, თუნდაც ინტერნეტით. მსგავს სტიმულს, რასაც სხვა ქვეყნების თეატრების სცენაზე დგომა იძლევა, ვერ ანაცვლებს ვირტუალური კონტაქტი.

"გასტროლი ამაღლებს მსახიობის სტიმულს და გამოცდილებას, Რომელიც აუცილებელია თეატრისთვის. მნიშვნელოვანია მსახიობისთვის სხვა გარემოსა და სხვა მაყურებელთან თამაში, როგორ მიიღებს შენს შემოქმედებას, შენს ხელწერას და პროფესიონალიზმს სხვა თეატრალური კულტურის ქვეყანა და სხვა თვალი, ეს ბევრს გასწავლის", - მიაჩნია მარიკა სამანიშვილს.

გასტროლი ევროპული თეატრების ასოციაციის ეგიდით განხორციელდა.

ვიზიტი ორი დღე გაგრძელდა. საპასუხო ვიზიტით ნოვო გორიცას თეატრს ქუთაისში მაისის თვეში ელოდებიან.

ლადო Მესხიშვილის დრამატული თეატრი ევროპული თეატრების ასოციაციის წევრი 2019 წლიდანაა.

ასოციაცია წევრ თეატრებს წელიწადში 2-3 გასტროლის ორგანიზებას ავალდებულებს.








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და
სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
12:54 / 15.09.2025
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
12:47 / 15.09.2025
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.