წყალტუბოში, ნიღბიანი არასრულწლოვნები ორ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრნენ და გამყიდველებს დანის მუქარით ფული მოსთხოვეს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორი აირჩიეს. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლებელს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი როლანდ კოპალიანი უხელმძღვანელებს.



