ახალი ამბები
ქუთაისის დავით კაკაბაძის გალერეის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
FaceBook

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის პროექტირებაზე  ტენდერი გამოაცხადა.


რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია როგორც  გარე ფასადის, ასევე საგამოფენო სივრცეების განახლება.


გათვალისწინებულია მცირე ავტოსადგომის მოწყობაც.


სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება.


იმის გათვალისწინებით, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  სატენდერო დოკუმენტაციაში მთავარი  პირობაა  რესტავრაციისას შენარჩუნდეს მისი  ისტორიული იერსახე.


პროექტის  სავარაუდო ღირებულება 180 000 ლარია.


დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიატაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ გასული წლის ნოემბერში, ქუთაისში ვიზიტის დროს დააანონსა.


გალერეასთან ერთად დაანონსებულია რიონისპირა სახლების რეაბილიტაციაც, რომლის პროექტირებაზე ელექტრონული შესყიდვა 2018 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდს  პროექტზე  ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
15:28 / 16.08.2026

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.