ახალი ამბები
ABBA -ს დაპირებული კონცერტი ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩატარდება
FaceBook

ქუთაისში  ორმაისობის დღესასწაულზე ABBA mania-ს  დაპირებული კონცერტი აღარ ჩატარდება.

შვეიცარულ ჯგუფს ქუთაისის ნაცვლად თბილისელი მსმენელი მოუსმენს.


კონცერტი 31 მაისს ფილარმონიის  დიდ საკონცერტო დარბაზში  უკვე დანიშნულია.


საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ  "ქუთაისი არენაზე" ღონისძიებებს მანამდე არ გამართავს, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიაზე  ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდება.


„31 მაისს იქნება თბილისში,  იმიტომ,  რომ მანდ ვერ მოვასწარით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.  წინა  კონცერტზე ჩვენ  შენიშვნა მოგვცეს წყალში და ტალახში ჩაატარეთ კონცერტიო. ამხელა საქმეს ვაკეთებ და ლანძღვის მეტი არაფერი მიმიღია, ამიტომ აღარ ვაპირებ თავი გავილანძღო. როცა ქუთაისი იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს ამ  დონის სტუმრები,  ჩვენ ისევ  ჩავატარებთ კონცერტებს. ვერ მივხვდი  რატომ  გამოიწვია ასეთი რეაქცია ჩვენმა  გამოჩენამ?! თუ ასეთი პრობლემაა,  მზად ვარ დავთმო ეს ქარხანა და უკან გადმოვაბარო. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. არ ვაპირებ პოლიტიკური განცხადებების და უაზრობების გამო თავი გავილანძღო“, - განაცხადა ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში დავით ოქიტაშვილმა.


მისი თქმით, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე  ინფრასტრუქტურა ქუთაისის მერიამ უნდა მოაწესრიგოს, რადგან  კულტურის პალატას  შენობის გარეთ სამუშაოების ჩატარება არ ევალება.


„ინფრასტრუქტურა  ჩვენ არ გვეხება. ჩვენი მოვალეობაა შიგნით ჩავატაროთ ღონისძიებები. ქალაქის მერი შეგვპირდა, რომ მოაწესრიგებდა ინფრასტრუქტურას, თუმცა, იქ არის პროცედურები, რომ ეს მოხდეს კანონიერად. გზაზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი და ასე უცებ ვერ მოხდებაო გვითხრეს“, -  განმარტავს ჩვენთან საუბარში დავით ოქიტაშვილი.


რა დაპირება მისცა ქუთაისის მერიმ  კულტურის პალატას, ამაზე პასუხს ქუთაისიპოსტი მერიისგან ამ დრომდე ელოდება.


საქართველოს კულტურის პალატამ ქუთაისში ABBA mania -ს ჩამოყვანა პრესკლუბ „მედიარუმში“ ერთი თვის წინ დაანონსა.


მაშინ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ შვეიცარული ჯგუფი ქუთაისს ორმაისობის დღესასწაულზე ეწვეოდა.


„ქუთაისი არენაზე“ კულტურის პალატის ორგანიზებით ორი  კონცერტი გაიმართა. 8 მარტს ავანგარდის ყოფილ ქარხანაში სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი ჩატარდა.  გასული წლის 20 ოქტომბერს კი ქუთაისმა ბელგიურ დუეტს  „კონობას“ უმასპინძლა.


შენობა, სადაც კონცერტები ჩატარდა,  ქუთაისის მერიამ "კულტურის პალატას"უსასყიდლოდ გადასცა.


ავანგარდის დასახლებაში  2000 კვ.მ შენობისა  და 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთის უსასყიდოდ დათმობა  ოპოზიციამ გააპროტესტა.

მაშინ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია  საპირფარეშოდ იყო ქცეული. კულტურის პალატა კი მის მოწესრიგებას და ქუთაისელებისთვის კულტურული სივრცის შექმნას  უზრუნველყოფდა.


შენობის გადაცემიდან თვენახევრის შემდეგაც  ტერიტორიაზე არაფერი შეცვლილა. ამორტიზებულია  შენობამდე მისასვლელი გზა, რომლის ორივე მხარეს  სამშენებლო ნარჩენები ისევ ყრია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.