ახალი ამბები
რობი კუხიანიძეს ქუთაისში კონცერტის ჩატარება ქუჩის განათების შუქზე მოუხდა
FaceBook
„დროშა ვერ დაკიდეს და კონცერტს ჩაატარებენ ესენი?" - ასეთი იყო ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში, ღია ცის ქვეშ რუბი კუხიანიძის მოსასმენად შეკრებილი მოსახლეობის რეაქცია, რომლებიც კონცერტის დაწყებას 2 საათი ელოდნენ.

ნაწილს იმედი გადაეწურა და ტერიტორია დატოვა. ნაწილმა რობის ხილვა და მისი მოსმენა 20 საათის ნაცვლად 23:15 საათზე შეძლო და ისიც მხოლოდ 35 წუთით. კონცერტი 23:50 საათზე უკვე დასრულებული იყო.

სცენის განათების არ არსებობის გამო რუბი კუხიანიძის კონცერტმა ქუჩის განათების შუქის ფონზე ჩაიარა.



ასევე, დაცული არ იყო უსაფრთხოების ნორმები, არ იყო გადაკეტილი ტერიტორია, რის გამოც სცენასთან შეკრებილი ხალხის გვერდით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ავტომანქანებითაც.



„კონცერტები დაგეგმილია 8-დან 9 საათამდე, როდესაც არის დღის შუქი და არ ჭირდება განათება.

რობი კუხიანიძის კონცერტი დაგვიანებით დიაწყო, იმიტომ, რომ ბენდის ერთ-ერთი წევრი მგზავრობისას გახდა შეუძლოდ.

რაც შეეხება უსაფრთხოებას და ტერიტორიის გადაკეტვას, ამის თაობაზე მივმართეთ წერილობით შესაბამის სამსახურს და იყო სიტყვიერი შეთანხმებაც, თუმცა არ მოხდა ორგანიზება,“ - ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგნელი, ელეონორა გოგოლაშვილი.

რუბი კუხიანიძის კონცერტი, ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში, 16 აგვისტოს ჩატარდა.

„ზაფხულის საღამოებისთვის“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარია გამოყოფილი.


ამავე თემაზე:

მოტოციკლების ფარების შუქზე ჩატარებული კონცერტი ქუთაისში (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.