ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მაშინ, როცა აღნიშნული პრობლემა თეატრში წლებია არსებობს და წყალი
სცენაზე სპექტაკლის მიმდინარეობის დროსაც ჩადის.
მესხიშვილის თეატრის სცენაზე წყალი სპექტაკლის დროს –
ქუთაისიპოსტის არქივი, 2022 წელი.
„მესხიშვილის თეატრზე რასაც ამბობთ, არ ვიცოდი ეს პრობლემა. თუ ასეთი
პრობლემა არის და ხელმძღვანელობას თავის დროზე ინფორმაცია არ აქვს
მიწოდებული შესაბამისი სამსახურისთვის, ძალიან ცუდია. მე მოვიკითხავ,
რა მდგომარეობაშია. ჩვენ რომც გვეცოდინებოდა, ისედაც კულტურის
სამინისტროს ბალანსზე არის, მისი ობიექტია და თუ ასეთი პრობლემა არის,
ხელმძღვანელობას თავის დროზე ინფორმაცია არ აქვს მიწოდებული
შესაბამისი სამსახურისთვის, ძალიან ცუდია“, – აცხადებს დავით
ერემეიშვილი.
მერის ინფორმაციით, თეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტი მზად
არის, თუმცა სამუშაოები ქუთაისის ოპერის თეატრის დასრულებისა და
ამოქმედების შემდეგ დაიწყება.
სპექტაკლზე წყლის ჩასვლის ერთ-ერთი შემთხვევა მესხიშვილის
თეატრში 2022 წელსაც დაფიქსირდა. თეატრალური
ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლის მიმდინარეობისას, წვიმის გამო
სცენაზე წყალი ჩავიდა და ყაზახ მსახიობებს წარმოდგენის გაგრძელება
წვიმაში მოუწიათ. მაშინ თეატრში განმარტავდნენ, რომ წვიმა სპექტაკლის
მიზანსცენის ნაწილი იყო. სინამდვილეში "წვიმის ეფექტი"
სპექტაკლში გათვალისწინებული არ ყოფილა.
ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ოთხი წლის შემდეგ
ქუთაისის მერი ამბობს, რომ თეატრის სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ
ინფორმაცია არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები