"მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი" - ქუთაისში ტრანსპორტზე ფასი გაიზარდა
08:23 / 07.04.2017
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მგზავრობის ღირებულება
დღეიდან 0.10 ლარით გაიზარდა.
მიკროვტობუსებში უკვე გაჩნდა წარწერები, სადაც აღნიშნულია რომ 7
აპრილიდან მგზავრობა 10 თეთრით არის გაზრდილი.
"მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი. 8 წლის ბავშვები მგზავროვენ უფასოდ.
სოციალურად დაუცველებისთვის მგზავრობის ღირებელება 40 თეთრი
შეღავათიან მგზავრობის ბარათთან ერთად", - ასეთი საინფორმაციო
წარწერაა განთავსებული ქუთაისის #16 მიკროსაავტობუსო ხაზზე.
ქალაქში ტრანსპორტზე ფასის მომატება ქუთაისის საკრებულოს
"ლეიბორისტული პარტიის" წევრმა, სამსონ გუგავამ 6 აპრილს
სასამართლოში გაასაჩივრა.
ქუთაისში მგზავრობის გაძვირებას მძღოლების ორდღიანი გაფიცვა უძღოდა. ისინი ყოველდრიური გგემის
10 ლარით შემცირებას ან მგზავრობის ტარიფის 10 თეთრით გაზრდას
ითხოვდნენ. ქალაქის მერის გადაწყვეტილების და საკრებულოს მიერ
მიღებული დადგენილების მიხედვით, მათ ტრანსპორტზე ფასის მომატების
მოთხოვნა დაუკმაყოფილეს.
ქალაქის მერის განცხდებით ეს ერთადერთი გამოსავალი იყო, რათა არ
მომხდარიყო ქალაქში ტრანსპორტის პარალიზება.
ახალი რეგულაციების შესაბამისად, 10 ივნისიდან, თბილისიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოფიციალური გადამყვანი
ავტობუსები, ახალი ლოკაციებიდან, დედაქალაქის ავტოსადგურებიდან
გავლენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები