ახალი ამბები
ქუთაისში, ყოფილი „დინამოს“ სტადიონის ადგილზე არგონავტიკის თემატიკის რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, ყოფილი „დინამოს“ სტადიონის ტერიტორიაზე დიდი რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება.
პროექტის კონცეფცია არგონავტიკის თემატიკას დაეფუძნება.

როგორც ქუთაისის მერმა, დავით ერემეიშვილმა განაცხადა, ტერიტორიის ამჟამინდელ მფლობელებთან მისი გამოსყიდვის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

მერის ინფორმაციით, ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალშია მოქცეული. შესაბამისად, ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და გატანისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანხმობაც მიღებულია.

დავით ერემეიშვილის თქმით, ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსთანაც გაიმართა.  

"დავიწყეთ, ტაბიძის ქუჩაზე,  ქუთაისში ე.წ. დინამოს სტადიონის მეპატრონეებთან გამოსყიდვაზე საუბარი. ჩემი თაობა იქ სპორტით იყო დაკავებული. ძალიან დიდი ტერიტორიაა. წინასწარი, ასე რომ ვთქვათ, მოთელვა გავიარეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ბატონი რეზი სოხაძე დაგვპირდა, რომ ერთ-ერთ დიდ რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს და სივრცე არგონავტიკის თემატიკით იქნება მოწყობილი“, - ამბობს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი.

ამ ეტაპზე პროექტის განხორციელების კონკრეტული ვადები და დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ყოფილი სტადიონის ტერიტორიას ფეხბურთის მწვრთნელები სავარჯიშოდ იყენებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის №8 და №23 საბავშვო ბაღებში, სადაც ინფრასტრუქტურა
რეაბილიტაციას საჭიროებს, ბავშვები სააღმზრდელო პროცესს ჩვეულებრივ
რეჟიმში აგრძელებენ.
14:37 / 09.11.2026
ქუთაისის №8 და №23 საბავშვო ბაღებში, სადაც ინფრასტრუქტურა რეაბილიტაციას საჭიროებს, ბავშვები სააღმზრდელო პროცესს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.