"არანაირ დათმობაზე არ მიდიან" - რიონის ხეობის "მცველი" კომიტეტის სხდომის შემდეგ
18:29 / 09.03.2021
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ექვსაათიანი
სხდომის შედეგებით რიონის ხეობის "მცველები" უკმაყოფილოები
არიან.
სხდომის დასრულების შემდეგ აქციის
ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისიპოსტთან საუბარში თქვა, რომ
შეხვედრას საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა და მათ არსებითად ახალი
არაფერი გაუგიათ. ჰესის მოწინააღმდეგეები, კომიტეტის სხდომაზე
მინისტრის მოსმენამ, აქციების გაგრძელების აუცილებლობაში კიდევ უფრო
დაარწმუნა.
"საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გვიტარებენ და ჩვენც, რა თქმა
უნდა, მივდივართ, მერე რომ არ თქვან არ გვხვდებიანო. სინამდვილეში
არანაირ დათმობაზე არ მოდიან. პირიქით, ეკონომიკის მინისტრმა თქვა,
ვერც მორატორიუმს დავთანხმდებით და ვერც სამუშაოები შეჩერდებაო. აბა
რისთვის ვდგავართ ჩვენ აქ ოთხი თვეა? ამიტომაც, ამ პროცესებში ხალხმა
უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ავირიდოთ
თავიდან რადიკალიზაცია, მაგრამ ვერც ისე მოვიქცევით, რომ ადეკვატური
რეაქცია არ გვქონდეს", - ამბობს ვარლამ
გოლეთიანი.
მისი თქმით, 14 მარტს დაგეგმილი აქცია
აუცილებლად შედგება, თუმცა, იქნება თუ არა აქციაზე ულტიმატუმი, ამაზე
ჯერ არ საუბრობს. მანამდე, 12 მარტს ჰესის მოწინააღმდეგეებსა და
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებს
შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა ქუთაისში
შედგება.
9 მარტს,
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე
რიონის ხეობაში 433 მეგავატიანი ჰესების მშენებლობის საკითხს ექვსი
საათის განმავლობაში განიხილავდნენ. სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა,
ნათია თურნავამ თქვა, რომ ჰესის მშენებლობაზე ვერც მორატორიუმი
გამოცხადდება და ვერც მშენებლობა შეჩერდება.
რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება.
ადგილობრივებმა 9 მარტს კარავში 135-ე ღამე გაათიეს. ხელისუფლებამ
ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ
დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა,
სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ
შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები
ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34
მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს
ქუთაისამდე.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები