ახალი ამბები
იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს — ამოღებულია 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,
რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულთაგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

უწყების ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს და პროცესი ფარულად, აუდიო-ვიდეო ფორმით ჩაიწერა.

ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. მათ შორის იყო 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“ და „მარიხუანა“.

პოლიციის ცნობით, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით მიღებული თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები  განათლების
სამინისტროს შეთავაზებას არ ეთანხმებიან.
12:34 / 23.09.2026
წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები  განათლების სამინისტროს შეთავაზებას არ ეთანხმებიან.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო
სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. 
12:20 / 22.09.2026
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.