ახალი ამბები
რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები
FaceBook
რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებისა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მომავალი კვირის ბოლომდე კომპანია "ენკა" ჰესის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს.

12 მარტს კი მხარეებს შორის შეხვედრა შედგება. ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს რა ფორმატში გაგრძელდება დიალოგი. თუ სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ პირობა შესრულებული არ იქნება, ხეობის მცველები 14 მარტის გეგმას, რომელიც ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქციის გამართავს გულისხმობს, განახორციელებენ.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მინისტრებს უთხრეს, რომ დიალოგში ჩართვა არ გულისხმობს მათი პოზიციის შეცვლას და რომ ისინი კვლავ უპირობოდ მოითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას, რადგან პროექტს მთელი ხეობისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევენ. ხეობის "მცველებს" ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უთხრა, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მთავრობა  მზად არის დიალოგისთვის და რომ პროექტში ცვლილებების შეტანა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

"თქვენ თვლით, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა აშენდეს, მაგრამ ახლა ეს პოზიციები უნდა გადავდოთ გვერდზე. არ იფიქროთ ერთი წამით, რომ ეს შეხვედრები არის ფორმალური და შეხვედრა შეხვედრისთვის. არის საკითხები, რომლებზეც იმედი გვაქვს, რომ აზრს შეიცვლით და არის საკითხები, ჯერ კიდევ დაუსრულებელი, რომლებიც შეგვიძლია შევცვალოთ. დანარჩენზე ვიმსჯელოთ იმ ფორმატში, როგორც შევთანხმდებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ოთხთვიანი პროტესტის შემდეგ, აქტივისტებთან დაგვიანებული შეხვედრის გამო მინისტრებს უსაყვედურა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მაკა სულაძემ ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უთხრა, რომ მათ ხეობაში ჩასვლა სპეცრაზმმა დაასწრო.

"საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის, იმდენად დაგაგვიანდათ ბატონებო და ქალბატონებო, რომ ორჯერ სპეცრაზმმა მოგასწროთ და ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ჩვენთვის. უცხოელი კომპანიის თვალწინ, ჩვენი ქვეყნის დამცველებს, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. თუნდაც, რელიგიური ნიშნით, თუნდაც ადამიანური, ჩვენ ვიცავდით ჩვენს მიწას არამარტო ჩვენთვის, თქვენთვისაც", - უთხრა მინისტრებს მაკა სულაძემ.

აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პირველ რიგში ადგილობრივები უნდა დარწმუნდნენ, რომ მშენებლობა არ გრძელდება, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება შეთანხმება შემდგომი მოლაპარაკებების ფორმატსა და ვადებზე. გოლეთიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები ხელშეკრულების იმ პუნქტების განხილვით უნდა დაიწყოს, რომელიც ადგილობრივებისთვის ყველაზე მწვავე შინაარსს ატარებს.

"თუ მშენებლობა გაგრძელდება და ადამიანები დაინახავენ, რომ  სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს ჰესის მშენებლობა, ეს ისევ გაამწვავებს ემოციურ ფონს და მოლაპარაკებებსაც აზრი არ ექნება. ამიტომ, ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა,  შეჩერდეს სამუშაოები იქამდე, ვიდრე დავნიშნავთ პირველ შეხვედრას. შემდეგ, პრიორიტეტებში უნდა გადმოვიტანოთ ხელშეკრულების გარკვეული პუნქტები, რომლებიც ჩვენს მღელვარებას იწვევს და როცა დაკმაყოფილდება ეს ინტერესი, ამის  შემდეგ შეგვიძლია დავყოთ საკითხები კალენდარულად და გავაგრძელოთ დიალოგი", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის საკითხის განხილვაზე ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები დღეს ცაგერში ჩავიდნენ, სადაც რიონის ხეობის მცხოვრებლებსაც ელოდებოდნენ, თუმცა, აქტივისტებმა, რომლებიც ოთხ თვეზე მეტია ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, შეხვედრის დახურული ფორმატის გამო, ცაგერში ჩასვლაზე უარი განაცხადეს. მინისტრები ამის შემდეგ იძულებული გახდნენ, ნამოხვანში, იმ ადგილზე წასულიყვნენ, სადაც აქტივისტებს კარავი აქვთ გაშლილი.


ამავე თემაზე:

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.