ახალი ამბები
წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები მოსწავლეების კოლეჯის შენობაში გადაყვანას ითხოვენ
FaceBook
წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები  განათლების სამინისტროს შეთავაზებას არ ეთანხმებიან.
სამინისტრო მათ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის შენობაში გადასვლას სთავაზობს, თუმცა მოსწავლეებს სწავლა მეორე ცვლაში მოუწევთ, რაც მშობლებისთვის მიუღებელია.

მშობლების მოთხოვნაა, მოსწავლეები წყალტუბოში არსებული კოლეჯის შენობაში გადაიყვანონ. ამ მოთხოვნით ისინი სამინისტროს წერილობით მიმართავენ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის თქმით, კოლეჯის შენობაში გადასვლის შემთხვევაში, პროფესიული სწავლების პარალელურად, სკოლის მოსწავლეების განთავსება შესაძლოა, პრობლემური აღმოჩნდეს.

მისი განმარტებით, კოლეჯის აუდიტორიები 200-ზე მეტ მოსწავლეს ვერ იტევს, მაშინ როცა N2 საჯარო სკოლაში დაახლოებით 800 მოსწავლეა. ჩხეტიანის თქმით, სავარაუდოდ, კოლეჯშიც მეორე ცვლის ორგანიზება გახდება საჭირო, რაც მშობლებს უკვე განუმარტა.

მიუხედავად ამისა, მშობლები სამინისტროს წერილობით მიმართავენ და მოითხოვენ, რომ მოსწავლეები კოლეჯის შენობაში გადაიყვანონ. სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.


ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.