ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებულ საათს სხვა ადგილზე გადაიტანენ
FaceBook
"მაკდონალდსის" მშენებლობის გამო, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებულ საათს სხვა ადგილზე გადაიტანენ.

ამის შესახებ, "ქუთაისიპოსტს" ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებულებმა განუცხადეს.

"საათი გადაინაცვლებს ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის გვერდით. საათი შეკეთდება, გასუფთავდება, კვარცხლბეკზე დაიდგმება და ჩვეული ფორმით დარჩება," - ამბობს ობიექტის ერთ-ერთი მშენებელი, ივანე ტოგონიძე.

მისივე თქმით, საათის დემონტაჟის სამუშაოები შეთანხმებულია ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელობასთან, ხოლო მისი სხვა ადგილზე გადანაცვლების საკითხი გარკვეულია ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურთან.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ საათს იქამდე შეინახავენ ვიდრე "მაკდონალდსის" შენობა არ აშენდება და ის უკეთეს ადგილზე გადაინაცვლებს.

"ეს ჩვეულებრივი უსაფრთხოების ზომებია იმისთვის, რომ საათი არ დაზიანდეს. ასევე, საათს აქვს გარკვეული ხარვეზები, ის შეკეთდება და უფრო გამართული დაუბრუნდება ქალაქის ცენტრს," - ამბობენ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, რომელიც მან მიმდინარე წლის 18 იანვარს გააკეთა, "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული საათის გადატანა არ გახდებოდა საჭირო.

"მაკდონალდსის" მშენებლობაზე დასაქმებულების ინფორმაციით, შეცვლილი მდებარეობით სააათს თვენახევარში დაამონტაჟებენ.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ობიექტს თბილისში რეგისტრირებული კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" აშენებს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.