ქუთაისში საარსებო შემწეობის მსურველთა რაოდენობა იმატებს
FaceBook
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა. თუ გასული წლის სექტემბრის თვეში საარსებო შემწეობის მისაღებად 22 582 იყო დარეგისტრირებული, წელს ეს ციფრი 23 844-მდე გაიზარდა, რაც 1262-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სოციალური შემწეობის მისაღებად ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა გაიზარდა ქვეყნის მასშტაბითაც, წელს საარსებო შემწეობას 1 200 719 ადამიანი ითხოვს, გასული წლის სექტემბრის თვეში კი განცხადება სოციალური დახმარების დანიშვნაზე 1 151 638 ადამიანზე იყო შეტანილი.

რით არის განპირობებული მიმართვიანობის ზრდა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში სიღარიბე იმატებს - ამ კითხვებით ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსს ნინო ჭიღლაძეს მივმართეთ, რომელმაც რეგისტრირებულთა გაზრდილი რაოდენობა იმ ბენეფიტებს დაუკავშირა, რომლებსაც სოციალურად დაუცველი ოჯახები,  საარსებო შემწეობის გარდა, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში იღებენ.

,,მომართვიანობა პანდემიის შემდეგ გაიზარდა. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის თვითმმართველობას სხვადასხვა პროგრამა აქვს, ამიტომ ოჯახებიც დაინტერესებულნი არიან, რომ შესაბამისი სარეიტინგო ქულა მიიღონ,’’ - ამბობს ნინო ჭიღლაძე.

გარდა მომართვიანობისა, გაზრდილია იმ ოჯახების რაოდენობაც, რომელთა სარეიტინგო ქულები 30 ათასს არ აღემატება. 2022 წელს ეს მონაცემი 795 ადამიანს უფიქსირდებოდა, წელს კი ეს ციფრი 2 066-მდე გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ქულის შეფასების მეთოდოლოგია არ შეცვლილა.

სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად, ზღვრული ქულა 120 ათასამდეა.

მოქმედი მეთოდოლოგიით ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 200 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
მასალა მომზადებულია ქუთაისიპოსტის
პარტნიორი მედიის, JAMnews-ის მიერ
12:41 / 02.11.2022
მასალა მომზადებულია ქუთაისიპოსტის პარტნიორი მედიის, JAMnews-ის მიერ

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.