საზოგადოება
ახალი რეგულაციები, რომელმაც დასაქმებულების შრომის და სოცოცხლის უფლება უნდა დაიცვას
FaceBook
2018 წლიდან საქართველოში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან კომპანიებში უსაფრთხოების მენეჯერები იმუშავებენ.
"შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის ზოგადი დებულებები" – ასე ქვია  დოკუმენტს, რომელმაც სამუშაოებზე დასაქმებულის შრომის და სიცოცხლის უფლება უნდა დაიცვას.

მიწისქვეშა სამთო სამუშაოები, საექსპლუატაციო და მშენებარე კარიერები, ელექტროენერგეტიკული და ა.შ. დაახლოებით 500-მდე დასახელების სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხების, არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების, დასაქმებულთა სწავლების, კონსულტირებისა და მათი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხების დარეგულირებისთვის საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ახალი დოკუმენტის შემუშავება მოხდა.

სამეწარმეო კომპანიებში უსაფრთხოების მენეჯერების შტატის შექმნა ერთ-ერთი ნაწილია იმ  დოკუმენტისა, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიცირებით პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ის რამდენიმე პუნქტისგან შედგება და არეგულირებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ურთიერთობას, უსაფრთხოების მოთხოვნებსა და იმ ტექნიკურ რეგულაციებს, რომლის დაცვაც 2018 წლიდან ყველა კომპანიაში უნდა მოხდეს. ახალი რეგულაციების მიხედვით, უფლება-მოვალებები ეზრდება შრომის ინსპექციასაც, რომელსაც უფლება ექნება, კანონდამრღვევი კომპანიები დააჯარიმოს ან მუშაობის უფლება შეუჩეროს.

დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები. მათი თქმით, ყველა კომპანია ვალდებულია დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, ასევე, ისინი იმ არასასურველ შედეგებსაც აღნიშნავენ, რასაც არაპროფესიონალის მიერ შესრულებული სამუშაო იწვევს.

"აუცილებელია ასეთი კანონი, რადგან ყველა კომპანია  ვადლებულია ჯერ ასწავლოს მუშას, პერსონალს და შემდეგ დაავალოს საქმე. შესაძლოა, ახალი მოთხოვნები კომპანიებისთვის ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ როდესაც მუშამ არ იცის, თუნდაც ტექნიკის გამოყენება ჯერ იმ ხელსაწყოს აზიანებს და ,შესაძლოა,  თავიც დაიზიანოს", - ამბობს  სამშენებლო კომპანია შპ "დეველოპერ ვესტ გრუპის" დირექტორი, კახა სანოძე.

"ჩემს კომპანიაში ჯერ ვასწავლით რა ევალება დასაქმებულს და მერე მუშაობენ. ეს აუცილებელი მოთხოვნაა. რაც შეეხება, ტექნიკურ აღჭურვილობას, შესაძლოა, კომპანიებს მოუწიოთ თანხის გადახდა და ტექნიკის გამოცვლა მაგრამ ამის გარეშე საქმე არ გამოდის",  - ამბობს  "დიზაინკომპლექსის" დირექტორი, ზურაბ გუბელაძე.

ახალი რეგულაციების მიხედვით, თავის მხრივ, უსაფთხოების მენეჯერი, რომელსაც დაევალება უსაფთხოების დაცვა, საერთაშორისო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. თუმცა, კონკრეტულად  რა კრიტერიუმები იქნება  ჯერ განსაზღვრული არ არის. 

„ტექნიკის მუშაობა, შიდა თუ გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების ზომების მიღება, რისკების შეფასება, რომელმაც, შესაძლოა, უბედური შემთხვევა გამოიწვიოს - ეს უსაფრთხოების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იქნება. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებმაც ამაზე უნდა იზრუნოს საერთაშორისო სტანდარტები უნდა დააკამყოფილოს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს თვეებში შეიმუშავებს. მანამდე კი მოხდება პერსონალის მომზადება“,  -  განმარტავს  შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, შრომის ინსპექციის წარმომადგენელი, ბექა ფერაძე.

უწყებაში აცხადებენ, რომ კანონპროექტმა, შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დამსაქმებლების მიმართ, რადგან სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან, შრომის იარაღების, ინდივიდუალი და კოლექტიური დაცვის საშუალებების შეძენასთან, ასევე, შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმებულთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევასთან დაკავშირებით. 

რეგულაციები, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინაროებს, საქართველოს,  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.  
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.