საზოგადოება
,,წლებია მშენებარე კორპუსიდან მასალები იყრება’’ - მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
12-სართულიანი კორპუსის ბოლო სართულიდან  კედლის ნაწილი ჩამოიშალა.    

ადგილობრივები ამბობენ, რომ მიმდებარედ გადაადგილება უკვე საშიში გახდა.  

"სულ მაქვს მოლოდინი, რომ რაღაც ჩამოვარდება და დაგვეცემა. ჩვენც გვაქვს  უფლებები. გვინდა  უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულიც არ არის,’’ - ამბობს ადგილობრივი მარი ჭოღოშვილი.


მშენებარე კორპუსიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ცხოვრობენ კიკვაძეებიც, რომლებიც მშენებლობაზე  უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ისინი  ამბობენ, რომ ხსნებული კორპუსიდან  სამშენებლო მასალები წლებია ცვივა. 

"ადრე ხარაჩოები ჩამოინგრა, შემდეგ ბინა წინა მხარე ჩამოიშალა და მეზობლის მანქანა გასრისა. კომპანიის დირექტორმა კი ავტომობილის მეპატრონეს  ფული გადაუხადა. ჩემი შვილები აქ მოძრაობენ და მუდმივად საფრთხეში არიან. როცა კორპუსიდან სამშენებლო მასალა გადმოვარდა, მთელმა უბანმა დამირეკა, იმხელა ნგრევა იყო, არავის ეგონა ჩემი სახლი ფეხზე თუ იდგებოდა. სანამ ნანგრევებში არ დავიწყებ ჩემი ცოლ-შვილის ძებნას, მანამდე ყურადღებას არ უნდა მომაქციონ?!", - ამბობს მესხიშვილის ქუჩაზე, ნგრევად მშენებარე  კორპუსის მახლობლად  მცხოვრები გიორგი კიკვაძე.

მოსახლეობა  დახმარებას  წლებია შესაბამის უწყებებს  სთხოვს. 

ბოლო შემთხვევის შემდეგ (10  დეკემბერი)   ადგილობრივებმა  ქუთაისის მერიას, პოლიციას  და  სამაშველო სამსახურს მიმართეს, თუმცა მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, რეაგირება არცერთ უწყებას ამ დრომდე არ მოუხდენია.

მესხიშვილის ქუჩაზე  სამშენებლო სამუშაოებს კომპანია  "ჯორჯიან დეველოპმენტი’’  ახორციელებს. კორპუსის მშენებლობა 2017 წლიდან მიმდინარეობს.  სამუშაოები პერიოდულად გაჩერებული იყო, რის გამოც 12 სართულიანი ობიექტის მშენებლობა ამ დრომდე ვერ დასრულდა. კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ გუბელაძე  სამშენებლო მასალების ცვენას სტიქიას (ქარს, რომელიც ქუთაისში მუდმივად არის) უკავშირებს. 

"კედელი, რომელიც ჩამოიშალა, ახალი ამოყვანილი იყო და ძლიერ ქარს ვერ გაუძლო. ახლა ამ კედლის გამაგრებაზე ვმუშაობთ. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, ვმუშაობთ, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდეს. რაც შეეხება მოსახლეობას, საკმაოდ დაშორებით ცხოვრობენ, ამიტომ მათ საფრთხე არ შეექმნებათ,'' - ამბობს ,,ჯორჯიან დეველოპმენტის'' წარმომადგენელი ზურაბ გუბელაძე.

მშენებარე ობიექტზე  შრომის უსაფრთხოების ნორმების შესწავლა შრომის ინსპექციის მოავლეობაა. ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ მშენებლობის ადგილზე ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და დაადგინეს, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოება დაცულია, შენობის მდგრადობის შემოწმება კი მათ ფუნქცია-მოვალეობებში არ შედის. შესაბამისად, ისინი  რეაგირებას ვერ მოახდნენ. 

ქალაქში მშენებარე ობიექტების ზედამხედველობა მერიის დაქვემდებარებულ ააიპ ,,მუნიციპალურ ინსპეციას'' ევალება. რა ღონისძიება გაატარეს მშენებლი კომპანიის მიმართ და რამდენდ დაცული იქნება მიმდებარედ მცხოვრებლების უსაფრთხოება ან შეისწავლიან თუარა კორპუსის მდგრადობას? - ამ კითხვებზე პასუხს მერიაში არ გვცემენ. 

ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობას აგრძელებს და მერიას ამ კითხვებით წერილობით მივმართეთ. 

აღსანიშნავია, რომ ''ჯორჯიან დეველოპმენტი'' ის კომპანიაა, რომელიც დევნილებისთვის ბინებს აშენებს, თუმცა ''დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრულველყოფის სააგენტოსთან'' სასამართლო დავა აქვს. სააგენტო კომპანიას ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებოდა და დაახლოებით, სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარამდე ღირებულების თანხის დაბრუნებას სთხოვდა. მოსამართლე მანანა ნაკაჭიძის მიერ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სააგენტოს მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კომპანიას მის საკუთრებაში არსებული ქონების (მესხიშვილის მე-4 შესახევვი, #32) გასხვისება აეკრძალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში გაზიფიცირების საკითხი
მხოლოდ მედია გაშუქების შემდეგ მოგვარდა.
13:03 / 15.11.2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში გაზიფიცირების საკითხი მხოლოდ მედია გაშუქების შემდეგ მოგვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.