პოლიტიკა
ზესტაფონში მერობისთვის გოგი წულაია იბრძოლებს
FaceBook
ზესტაფონის მერობისთვის პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს. მერიის შენობის წინ წულაია პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარადგინა. წარდგენას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდა. მათი თქმით, მთავარი მიზანია არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" და დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა. წულაიამ ზეტაფონის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თანამოაზრეებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

,,ზესტაფონლებს არ დავპირდები რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერო წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში. აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი", - განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" და ,,ეროვნულ პატრიოტული მოძრაობა" და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.

შულადეური არჩევნები მაისში გაიმართება.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში ისტორიული
საცხოვრებელი უბნის, ეგრეთწოდებული რიონისპირა სახლების სრული
რეაბილიტაციიისთვის, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 
12:16 / 26.04.2019
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის, ეგრეთწოდებული რიონისპირა სახლების სრული რეაბილიტაციიისთვის, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 
მერის რიგგარეშე  არჩევნებში  ზესტაფონსა და ჭიათურაში
29 კანდიდატია დარეგისტრირებული.
13:08 / 25.04.2019

მერის რიგგარეშე  არჩევნებში  ზესტაფონსა და ჭიათურაში 29 კანდიდატია დარეგისტრირებული.

დღის სიახლეები
13:47 / 26.04.2019
2 მაისს ქუთაისში მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა.
17:01 / 25.04.2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი დაიკითხება.
14:50 / 25.04.2019
ქუთაისიპოსტის სტუდია გთავაზობთ  მორიგი გადაცემის  ჩანაწერს. ქალაქში საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
13:21 / 25.04.2019
ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე 20-ზე  მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.
12:17 / 25.04.2019
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.
12:05 / 25.04.2019
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის პროგრამა „კორპუსი“ გაუქმდა და მუშაობას  შეცვლილი სახელწოდებით გააგრძელებს.
11:37 / 25.04.2019
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სასაფლაოების მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.