პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა
FaceBook

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.


ჩერგოლეიშვილის თქმით, დღეს ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს, ვიდრე ქუთაისელებს, რაც, მისი შეფასებით, საბჭოთა მმართველობის მემკვიდრეობაა.


„ქუთაისელებს საკუთარი თავი არ ეკუთვნით, რადგან რეალური თვითმმართველობა არ არსებობს. ის, რაც ქუთაისს სჭირდება, ყველაზე კარგად ქუთაისელებმა იციან,“ —  ამბობს "ქუთაისიპოსტთან" თამარ ჩერგოლეიშვილი.


მისი შეფასებით, ქუთაისისთვის ფუნქციის დაკარგვის შედეგია  მოსახლეობის გადინებაც.


"ფედერალისტების"  ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობა, რათა გადაწყვეტილებები ადგილობრივ დონეზე მიიღებოდეს და გაიზარდოს ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.

თამარ ჩერგოლეიშვილის  განმარტებით, მისი პარტია მხარს მხოლოდ იმ მოდელს დაუჭერს, რომელიც პარლამენტთან ერთად მთავრობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების  ქუთაისში გადმოტანასაც ითვალისწინებს.

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ მხოლოდ პარლამენტი უნდა გადმოვიდეს ქუთაისში და მთავრობა თბილისში დარჩეს. მხარს დავუჭერთ იმ მოდელს, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება მთლიანად გადმოვა ქუთაისში — მთავრობაც, პარლამენტიც და მათთან დაკავშირებული  სხვა ინფრასტრუქტურაც,“ — ამბობს ის.


მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების განხორციელება საკონსტიტუციო უმრავლესობას საჭიროებს, რის გამოც ამ ეტაპზე კონკრეტული დაპირებების გაცემა არასწორად მიაჩნია.


ამასთან, მიიჩნევს, რომ ქუთაისის განვითარება მხოლოდ ხელისუფლების გადატანაზე არ არის დამოკიდებული და ქალაქის მთავარი გამოწვევა კვლავ თვითმმართველობის გაძლიერებაა.


მისივე თქმით, ხელისუფლების გადატანის საკითხისგან დამოუკიდებლად, ქუთაისის განვითარების მთავარი წინაპირობა ძლიერი თვითმმართველობის შექმნაა.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, "ფედერალისტები" ქუთაისის განვითარების გეგმაზე ადგილობრივებთან ერთად მუშაობენ. ამ მიზნით პარტიის წარმომადგენლები ქალაქში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


„ქუთაისიპოსტი“ მზად არის,  სურვილის შემთხვევაში , ყველა პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკურ ლიდერს დაუთმოს სივრცე, რათა ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და ინიციატივები წარადგინონ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტში შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც
ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ახალი პოზიციის —
სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო
მინისტრის — შექმნას,
12:56 / 27.04.2026
პარლამენტში შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ახალი პოზიციის — სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის — შექმნას,
„ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის ორთვიან კამპანიას იწყებს,
რომლის კულმინაციაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,
11:59 / 31.03.2026
„ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის ორთვიან კამპანიას იწყებს, რომლის კულმინაციაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.