სამართალი
ქუთაისის მერია კერძო კომპანიების წინააღმდეგ - 11 საქმე სასამართლოში
FaceBook
გასულ წელს ქუთაისის მერიამ საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 ადგილობრივი კომპანიის წინააღმდეგ შეიტანა. ყველა მათგანის საქმე საქალაქო სასამართლოში მოსარჩელის, ქუთაისის მერიის სასარგებლოდ დასრულდა.

მერია კომპანიებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და ასევე, დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დაკისრებას ედავებოდა. 2014 წელს კომპანიების მიერ მერიისთვის სასამართლოს გზით გადახდილმა თანხამ საერთო ჯამში 651 126,03 ლარი შეადგინა.
ქუთაისის ბიუჯეტში სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად 100 000 ლარია გათვალისწინებული. თუმცა, როგორც მერიის საფინანსო სამსახურში განმარტავენ, ეს თანხა შესაძლოა წლის ბოლოს გაიზარდოს ან შემცირდეს, რადგან აღნიშნული მუხლი გარდა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა, წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვასაც გულისხმობს.
საფინანსო სამსახურის განყოფილების უფროსის, ირაკლი ავალიანის ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი გასული წლის ბოლოს 100 000 ლარის ნაცვლად 123 800 ლარით შესრულდა.
დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დაკისრების გამო ქუთაისის მერიამ 2014 წელს საქალაქო სასამართლოში სამი კომპანიის, შპს "ავერსი გეოფარმის", ამხანაგობა "გრანდ მოლი 2012"-ის და ინდმეწარმე ლაშა კალანდაძის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. სასამართლომ კომპანიებს ჯამში 17 642,93 ლარის გადახდა დააკისრა.
გარდა ამისა, მერია კომპანიებს იმ შემთხვევაშიც უჩივის, თუკი სატენდერო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას მხარე დაარღვევს, დროულად არ მოხდება სამუშაოების შესრულება ან ხელშეკრულებას ცალმხირვად შეწყვეტს.
"პროცესები შეიძლება დაიწყოს დღეს, მაგრამ გაგრძელდეს ორი და სამი წელი," - ამბობს ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე.
საქალაქო სასამართლო ამ დრომდე იხილავს ქუთაისის მერიის მიერ რუსთაველის ხიდის სარეაბილიტაციო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს "გეგის" წინააღმდეგ საქმეს. მერია კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება, რისთვისაც მას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის 165 818,93 ლარის გადახდა ეკისრება.
შპს "გეგის" მსგავსად, მერია ხელშეკრულებით ნაკისრი ვადებულებების შეუსრულებლობას სს "იბერია-21", შპს "სამი ძმა+", "საბა 2010", "მსმ გროუპი", "Euro Group"-სა და "ფაუნა 2007"-ს ედავებოდა.


დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
სამი პენსიონერი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივად ერთი
წელი იბრძოდა. სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმე პენსიონერების
სასარგებლოდ დასრულდა.
15:58 / 28.04.2024
სამი პენსიონერი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივად ერთი წელი იბრძოდა. სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმე პენსიონერების სასარგებლოდ დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.