„ტორპედო“ –„შერიფის“ მატჩზე დასასწრები ბილეთი 4 ლარი ეღირება
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოსა" და მოლდოვურ "შერიფს" შორის დაგეგმილ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე დასასწრებად ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს TKT.ge-ზე შეუძლიათ, 8 ივლისიდან კი სალაროებში გაიყიდება.

ბილეთის ფასი 4 ლარია. გულშემატკივარს ერთ ჯერზე 10 ბილეთის შეძენა შეუძლია.

ქუთაისის "ტორპედო" "შერიფს" საკუთარ მოედანზე 10 ივლისს უმასპინძლებს.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე მატჩის ქუთაისში ჩატარების საკითხი გაურკვეველი იყო. სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, თამაშის თბილისში ჩატარების ალბათობა არსებობდა, თუმცა, 3 ივლისს, კლუბში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩს "ტორპედო" საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

როგორ გამოიყურება "ტორპედოს" სტადიონი ნახეთ აქ.


ამავე თემაზე:

„ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს

ოპოზიცია, ქუთაისში ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესაძლო ვერჩატარებაზე განმარტებას ითხოვს

მოშლილი ინფრასტრუქტურა "ტორპედოში" და მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის (ფოტორეპორტაჟი)

„ტორპედომ“, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს ვერ უმასპინძლოს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხონელმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა ევროპის ჩემპიონატზე სამი
ოქროს მედალი მოიპოვა.
11:30 / 02.11.2024

ხონელმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

პოლონეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქუთაისელმა
ძალოსანმა ნანა ხორავამ ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
11:39 / 01.11.2024
პოლონეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქუთაისელმა ძალოსანმა ნანა ხორავამ ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.