„ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს
FaceBook
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეპატის მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, კლუბში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების ვიზიტის დროს იქნა მიღებული.
შპს "რამაზ შენეგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორის, თამაზ კიკვაძის თქმით, მატჩამდე კლუბს უეფას კომისარი ეწვევა, თუმცა, ეს საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს.

"მატჩის წინ ველოდებთ უეფას კომისარს, მაგრამ ფედერაციასთან უკვე შეთანხმებულია ყველაფერი და ეს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს. 10 ივლისს "ტორპედო" თავის მოედანზე ჩაატარებს ამ მატჩს",- ამბობს თამაზ კიკვაძე.

მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის ადმინისტრაციამ უეფას მთავარი მოთხოვნების შესრულება ვერ მოახერხა და მოედანზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული პრობლემები, თამაზ კიკვაძე ამბობს, რომ ფედერაცია უეფასთან ერთად დათმობებზე წავიდა.

"რაც შეეხება დიდ ხარჯებთან დაკავშირებულ სამუშაოებს, იქნება ეს ტრიბუნებზე მოაჯირების შეღებვა თუ რკინის ჯებირების შეცვლა, ამას ვერ გავაკეთებდით, მაგრამ, რადგან ეს არის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, ამიტომ რაღაც დათმობებზე წავიდნენ და მოგვცეს უფლება რომ მატჩი ჩავატაროთ. იგივე ინფრასტრუქტურით მეორე ეტაპის მატჩის მიღების უფლებას, ალბათ, არ მოგვცემენ", -ამბობს თამაზ კიკვაძე.

მოედანზე რომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემებია და ის შეუსაბამოა არათუ უეფას დონის, არამედ შიდა ჩემპიონატების მატჩების ჩატარებისთვის, თამაზ კიკვაძე ამას არ მალავს.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, იგი ჩემპიონთა ლიგის მატჩის "ტორპედოს" სტადიონზე მიღებას სკეპტიკურად უყურებდა და ამბობდა, რომ უეფას მოთხოვნების შესრულება სტადიონის ბიუჯეტის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო.

მოგვიანებით ამ საკითხს საკრებულოს ოპოზიცია გამოეხმაურა და აღმასრულებლისგან განმარტებები მოითხოვა, თუმცა, დეპუტატებს მაშინ კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 10 ივლისს "ტორპედო" მოლდოვურ "შერიფს" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.


ამავე თემაზე:


ოპოზიცია, ქუთაისში ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესაძლო ვერჩატარებაზე განმარტებას ითხოვს

მოშლილი ინფრასტრუქტურა "ტორპედოში" და მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის (ფოტორეპორტაჟი)

„ტორპედომ“, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს ვერ უმასპინძლოს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.