„ტორპედომ“, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს ვერ უმასპინძლოს
FaceBook
"ტორპედომ" მოედანზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ვერ უმასპინძლოს. მოედანზე მოშლილია საპირფარეშოები, გასახდელები და მსაჯთა ოთახები. ასევე არის საკანალიზაციო სისტემის პრობლემაც.

კლუბის მოედანი არათუ უეფას ეგიდით დაგეგმილ, არამედ, ეროვნული ლიგის მატჩების მიღებისთვისაც კი შეუსაბამოა, რის გამოც, ქუთაისური კლუბი 10 ივლისს მოლდოვურ "შერიფთან" დაგეგმილ შეხვედრას, სავარაუდოდ, დედაქალაქში ჩაატარებს.

კლუბში უკვე იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებმაც სტადიონის ხელმძღვანელობას შენიშვნები მისცეს. თუმცა, დირექტორი ამბობს, რომ 10 ივლისამდე სტადიონის უეფას სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოხდება.

"დიდ თანხებს ვერ შევეჭიდებით, მაგრამ მინიმალურს გავაკეთებთ. ვეცდებით, ძირითადი მოთხოვნები შევასრულოთ. თუ არადა, პირობებში გათვალისწინებულია სათადარიგო სტადიონი, სადაც ასეთ შემთხვევაში თამაში ჩატარდება" , - ამბობს შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორი, თამაზ კიკვაძე.

უმასპინძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის მატჩს "ტორპედო" საკუთარ მოედანზე, ეს საბოლოოდ უეფას კომისარმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც კლუბს თამაშამდე 10 დღით ადრე ეწვევა და ინფრასტრუქტურას შეამოწმებს.

"რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი" ქუთაისის მერიის შპს-ა და ის კლუბ "ტორპედოსგან" დამოუკიდებლად არსებობს. სტადიონი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 246 000 ლარით ფინანსდება. თავის მხრივ კერძო საკუთრებაა "ტორპედო", რომელიც გასულ წელს აუქციონზე გაიყიდა. ამის მიუხედავად, მერიის მიერ დაფინანსებულ სტადიონს, კერძო კლუბი იყენებს.

ორი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სტადიონის შესყიდვით ჩინელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებული, რომლებიც ასევე კლუბში გეგმავდნენ ინვესტიციის ჩადებას. ინფორმაციას ჩინელების "ტორპედოთი" დაინეტერესების შესახებ ადასტურებდნენ კლუბის ადმინისტრაციაში და ამბობდნენ, რომ მოლაპრაკებები მიმდინარეობდა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია შეთანხმდნენ თუ არა მხარეები. 

ამავე თემაზე:

„მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებას“ - ზაალ ჩაჩავა შპს „რამაზ შენგელიას სტადიონის“ გადაცემაზე

შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“, შესაძლოა, ინვესტორს გადაეცეს

ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა

კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია

ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა


ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.