ქუთაისის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა
FaceBook

ქუთაისის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი, 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა.


საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი, 26-31 ოქტომბერს, მცხეთაში ჩატარდა და მასში 7-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ააიპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ინფორმაციით, ,,ქუთაისმა” ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო (თბილისი-ქუთაისი 1:3; ბათუმი-ქუთაისი 0:3; მარტვილი-ქუთასი 0:3).

ნახევარფინალში ქუთაისელმა ფრენბურთელებმა გურჯაანი დაამარცხეს, ანგარიშით 3:0. ფინალში კი დაძაბულ მატჩში 3:2 მოუგეს ,,თბილისს” და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს (მწვრთნელები: გრიგოლ ჭოლაძე, პაატა გორდაძე, თამაზ ჟორჟოლიანი).

საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად ,,ქუთაისის”ფრენბურთელი ნიკოლოზ გოჩელაშვილი დასახელდა, საუკეთესო გარე თავდამსხმელად კი - დავით ჩიტაიშვილი. საუკეთესო ლიბერო, ასევე, ქუთაისური გუნდის წევრი გიორგი ხვადაგიანი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის შემდეგ ქუთაისური გუნდიდან ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს: დავით ჩიტაიშვილი, ცოტნე კორძაძე, ნიკოლოზ გოჩელაშვილი, გელა ჟორჟოლიანი და გიორგი ხვადაგიანი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
11:16 / 04.11.2025
ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სამტრედიელმა მოჭიდავეებმა, გოგა გოგიბერაშვილმა და აკაკი ჩაჩუამ,
ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, გამარჯვება მოიპოვეს.
09:35 / 13.10.2025
სამტრედიელმა მოჭიდავეებმა, გოგა გოგიბერაშვილმა და აკაკი ჩაჩუამ, ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, გამარჯვება მოიპოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.