ბიუჯეტი
სტატიები
ბაღდათში სტიქიამ 22 საცხოვრებელი სახლი დააზიანა
ბაღდათში სტიქიამ 22 საცხოვრებელი სახლი დააზიანა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მთავრობა პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებსაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დაუზიანა.
სრულად
ქუთაისში უნიკალური ჯიშის პალმების შეფუთვას ნოემბრის ბოლოს გეგმავენ
ქუთაისში უნიკალური ჯიშის პალმების შეფუთვას ნოემბრის ბოლოს გეგმავენ
მერია  პალმების შესაფუთად  ტენდერი გამოაცხადა.

სრულად
იმერეთში ინტერნეტიზაციის პროგრამაში 140 სოფელი მოხვდა
იმერეთში ინტერნეტიზაციის პროგრამაში 140 სოფელი მოხვდა
იმერეთის 140 სოფელი მომავალი წლიდან ინტერნეტიზაციის პროგრამაში ჩაერთვება.
სრულად
ქუთაისის მერიამ საახალწლოდ ქალაქის მოსართავად 80 ათას ლარამდე გამოიყო
ქუთაისის მერიამ საახალწლოდ ქალაქის მოსართავად 80 ათას ლარამდე გამოიყო
მანათობელი ფიგურების აღდგენა-მონტაჟის სამუშაოების 22 დეკემბრის ჩათვლით უნდა შესრულდეს.
სრულად
ქუთაისის მერია  22 შპს-ს ფლობს - რამდენს უხდიან  ბიუჯეტიდან საკუთარი ორგანიზაციებს
ქუთაისის მერია 22 შპს-ს ფლობს - რამდენს უხდიან ბიუჯეტიდან საკუთარი ორგანიზაციებს
ქუთაისის მერია 22 შპს-ს ფლობს. აქედან, 10 ორგანიზაცია მუშობს. დანარჩენი წლებია მხოლოდ ფურცელზე არსებობს.
სრულად
სოფელ გორდში საპირფარეშოების მოწყობას ითხოვენ (ვიდეო)
სოფელ გორდში საპირფარეშოების მოწყობას ითხოვენ (ვიდეო)
მოსახლეობა ხონის მთავრობისგან  გზისპირზე სანაგვე ურნების და საპირფარეშოების მოწყობას ითხოვს.

სრულად
როგორი იქნება 2016 წლის გენდერული ბიუჯეტი ქუთაისში?  - შეხვედრა გენდერის მედიაცენტრში
როგორი იქნება 2016 წლის გენდერული ბიუჯეტი ქუთაისში? - შეხვედრა გენდერის მედიაცენტრში
საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ თანამშდებობებზე არ არიან ქალები წარმოდგენილი.
სრულად
ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისის შესყიდვას მენაშენეებისგან გეგმავს
ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისის შესყიდვას მენაშენეებისგან გეგმავს

ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის მშენებლობის მიზნით, ბაზრის კვლევა დაიყო.
სრულად
ქუთაისის მიმდინარე  წლის ბიუჯეტში 700 000 ლარის ცვლილება შევიდა
ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 700 000 ლარის ცვლილება შევიდა
ქუთაისის მერიას ადმინისტრაციულ ხარჯებში 6 000 ლარი დაემატა.
სრულად
ჯარიმა რეაბილიტაციისთვის - რისთვის აჯარიმებს ქუთაისის მერია მოსახლეობას
ჯარიმა რეაბილიტაციისთვის - რისთვის აჯარიმებს ქუთაისის მერია მოსახლეობას
ქუთაისის მერიამ უნებართვო მშენებლობების გამო მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე  57 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა. ჯარიმიდან მიღებულმა  თანხამ, 1 ოქომბრის მონაცემებით, 46 000 ლარი შეადგინა.

სრულად
ქუთაისის მერიამ საპრივატიზაციო ქონების გეგმა გაზარდა
ქუთაისის მერიამ საპრივატიზაციო ქონების გეგმა გაზარდა
ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე ელექტრონული აუქციონიდან 2 მლნ 400 000 ლარის შემოსავალი მიიღო.
სრულად
"ტორპედოს"  2 მლნ ლარის შედეგი არ აქვს" - ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი
"ტორპედოს" 2 მლნ ლარის შედეგი არ აქვს" - ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი
ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან  საფეხბურთო კლუბ "ტოპრედოს" 1 მლნ 900 00 ლარამდე აქვს გადარიცხული.

სრულად
ქუთაისის მერია 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს არ ასაჯაროებს
ქუთაისის მერია 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს არ ასაჯაროებს
2016 წლის ბიუჯეტის პროექტს ქუთაისის მერია საკრებულოს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს წარუდგენს.
სრულად
ხონში გამოცხადებული 12 აუქციონიდან 9 ჩავარდა
ხონში გამოცხადებული 12 აუქციონიდან 9 ჩავარდა
ელექტრონული აუქციონი მხოლოდ სამჯერ შედგა.
სრულად
ხონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს პრემიებისთვის 98 000 ლარი დაიხარჯა
ხონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს პრემიებისთვის 98 000 ლარი დაიხარჯა
ადგილობრივ თვითმმართველობაში პრემიების გაცემა სააღდგომოდ მოხდა.
სრულად
 „ხარაგაული ჩიხია“ - განხორციელებული პროექტები და დასაქმებული ადამიანები ნეპოტიზმის ბრალდების ფონზე
„ხარაგაული ჩიხია“ - განხორციელებული პროექტები და დასაქმებული ადამიანები ნეპოტიზმის ბრალდების ფონზე
" ყველას აქვს უფლება კონკრუსის წესით დაიკავოს რაიმე პოზიცია და ნათესაობა არ უნდა იყოს შემაბრკოლებელი".
სრულად
ქუთაისის მერიამ უნებართვო მშენებლობებით 9 თვეში ჯარიმებიდან 46 000 ლარი მიიღო
ქუთაისის მერიამ უნებართვო მშენებლობებით 9 თვეში ჯარიმებიდან 46 000 ლარი მიიღო
ქუთაისის მერიამ უნებართვო მშენებლობაზე მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 57 პირი დააჯარიმა.
სრულად
2016 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 700 000 000 მილიონი ლარი დაიხარჯება
2016 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 700 000 000 მილიონი ლარი დაიხარჯება
2016 წელს მუნიციპალიტეტებისთვის ინფრასრტუქტრული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები იგივე რაც მიმდინარე წელს იყო.
სრულად
საჩხერის მუნიციპალიტეტში სახელფასო დანამატებზე   66 271 ლარი დაიხარჯა
საჩხერის მუნიციპალიტეტში სახელფასო დანამატებზე 66 271 ლარი დაიხარჯა
სახელფასო დანამატები საჩხერის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულმა ყველა თანამშრომლმა მიიღო.
სრულად
საჩხერის  მუნიციპალიტეტეში მივლინებებზე 12 000 ლარია დახარჯული
საჩხერის მუნიციპალიტეტეში მივლინებებზე 12 000 ლარია დახარჯული
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიმდინარე წელს მივლინებისთვის 33 400 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
ქუთაისის ბიუჯეტში 526 000 ლარის ცვლილება შევიდა
ქუთაისის ბიუჯეტში 526 000 ლარის ცვლილება შევიდა
ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში 526 000 ლარის ცვლილება შევიდა. საბიუჯეტო ცვლილება მიმდინარე წელს 5-ჯერ განხორციელდა.
სრულად
"ნაციონალური მოძრაობა" - ქუთაისის ხელისუფლებას ქამრის ფუნქცია დაავიწყდა
"ნაციონალური მოძრაობა" - ქუთაისის ხელისუფლებას ქამრის ფუნქცია დაავიწყდა
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ინფრასტუქტურული პროექტების შეკვეცის ხარჯზე საბიუჯეტო ცვლილებებს აპროტესტებენ.
სრულად
ბაღდათის გზებზე გამქრალი მილიონები - ნაწილი მეორე
ბაღდათის გზებზე გამქრალი მილიონები - ნაწილი მეორე
ბაღდათში საქალაქო გზების რეაბილიტაციისთვის ორჯერ ჩავარდნილი ტენდერის და საგზაო სამუშაოების 2 წლით გაჭიანურებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაცია მუნიციპალიტეტს ადანაშულებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც შემდგომში დაჯარიმებული იქნა, მუნიციპალიტეტსა და პარლამენტში ლობირებდნენ.

საუბარია სხვადასხვა დროს ტენდერში გამარჯვებულ ორ კომპანიაზე -  შპს "ტერექსი-XXI" და
სს "ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე-ს საქართველოს ფილიალიზე" (ნახეთ პირველი ნაწილი)
***
მეორე ნაწილი:

"დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები სატენდერო კომისია რა კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში იყო შესული "ტერექსთან". მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, რაზეც საკრებულოს და სატენდერო კომისიის თავმჯდომარეები გავაფრთხილე. ასეთი ტიპის გარიგებები ჩემს რეგიონში არ მოხდება," - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ტყიბულის მაჟორიტარმა იმერეთის ყოფილ გუბერნატორთან ზაზა მეფარიშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამგეობის წარმომადგენელთა კონკრეტული გვარები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, "ტერექსთან" გარიგებაში იმყოფებიან. ჩაფიძემ კომპანიის წარმომადგენლის, ადგილობრივი ბიზნესმენის, ლაშა კლდიაშვილისა და პავლე კუბლაშვილის საერთო ინტერესებზეც აღნიშნა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს "ტერექსი-XXI" 2009 წლის 1 ივლისს ქუთაისში დარეგისტრირდა. იმ დროისთვის კომპანიის წილები ამგვარად ნაწილდებოდა - 50%-იან წილს გერონტი ნიკაჭაძე ფლობდა, 40%-ს გიორგი მახარაძე, ხოლო 10% ბორის ბიბილაშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, კომპანიაში წილების მესაკუთრეები პერიოდულად იცვლებოდნენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტთან ტენდერის გაფორმების დროს კომპანია "ტერექსის" 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯინჭარაძე გახლდათ.

დღეს კომპანია შეცვლილი სახელით აგრძელებს საქმიანობას. 2014 წლის 5 მაისს შპს "ტერექსი-XXI"-ს სახელწოდება შეეცვალა და "ჯავა გრუპი" გახდა. კომპანიის მფლობელების მიერ გაკეთებულ განაცხადში (EN749678) მითითებულია, რომ ცვლილება კომპანიის უფრო ეფექტურად მართვის მიზნით მოხდა.

ცვლილება მესაკუთრეებმაც განიცადეს. პარტნიორთა კრების 2014 წლის 31 დეკემბრის ოქმით ირკვევა, რომ გიორგი ჯინჭარაძემ და ვახტანგ ნათაძემ, მათი კუთვნილი წილები ამჟამინდელ დირექტორს, (100%) დავით გოგოლაშვილს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცეს.

აღსანიშანვია, რომ შპს "ტერექსი-XXI" 2014 წლის 25 ნოემბრიდან შავ სიაშია შეყვანილი. კომპანიას ერთი წლის ვადით ტენდერში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მოვალეთა რეესტრის მიხედვით ირკვევა, რომ ფირმას სულ 21 კრედიტორი ყავს.
შავ სიაშია, ასევე, სს "ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე-ს საქართველოს ფილიალიც", რომელსაც 1 წლიანი ვადით ტენდერებში მონაწილეობის უფლება 2014 წლის 29 აგვისტოდან შეეზღუდა.

ბერძნული კომპანიის საქართველოს ფილიალი 2012 წლის 24 აპრილს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი საბერძნეთის მოქალაქე პერიკლის სილივანისია.

საბერძნეთში "ერღოკატ მაკედონია" 1996 წელიდან მოქმედებს. იგი ტექნიკური, სავაჭრო, სამრეწველო, ტურისტული და ქვის მომპოვებელი კომპანიაა. ფირმის ძირითადი საქმიანობა ცემენტისა და მზა ბეტონის წარმოებაა. მისი საწესდებო კაპიტალი 1996 წლისთვის 40 000 000 დრაჰმას შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის 627 951, 28 ევროს.

ბერძნული კომპანიის ფილიალისა და "ტერექს XXI"-ის მმართველობას შორის კავშირს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მიუთითებდა, გამორიცხავს ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი. პაატა კიკნაველიძის თქმით, "ერღოკატ მაკედონიამ" სამუშაოების შესრულება არასწორი მენეჯმენტის გამო ვერ შეძლო.

"ეს არ არის ერთი და იგივე სუბიექტები. ეს ბერძნული კომპანიაა, რომელსაც ქართველი აქციონერი მართავდა. პროფესიით მეგზევე არ იყო ის ადამიანი ვინც კომპანიას მართავდა და ვერც მენეჯმენტი იყო გამართული," - ამბობს პაატა კიკნაველიძე.

ბაღდათის მაჟორიტარის ინფორმაციით, კომპანია "ტერექსი-XXI"-ის საქმე პროკურატურას გადაეცა და გამოძიება გაფლანგვის კუთხით მიმდინარეობს. რა ახალი დეტალები გამოიკვეთა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ამის გარკვევა მცდელობის მიუხედავად, პროკურატურასთან შეუძლებელი აღმოჩნდა.

ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით კი კომპანია "ტერექსი-XXI" ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ დავალიანებას ეტაპობრივად იხდის.

როგორ და რა პირობებით მოიპოვეს ტენდერში გამარჯვება ზემოთაღნიშნულმა კომპანიებმა და რატომ ვერ შეძლეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულება, როგორ და სად გაქრა ბაღდათის გზებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონები?  - ნახეთ პირველ ნაწილში



სრულად
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.