ახალი ამბები
ბაღდათში სტიქიამ 22 საცხოვრებელი სახლი დააზიანა
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მთავრობა პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებსაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დაუზიანა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთკვირიანი წვიმების შედეგად 22 ოჯახს საცხოვრებელი სახლები დაუზიანა. ადგილობრივი მთავრობა პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებსაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დაუზიანათ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, გელა მშვილდაძის განმარტებით, დაზარალებულთაგან ორი ოჯახი ქალაქ ბაღდათის, ხოლო დანარჩენი სოფლის მცხოვრებლები არიან.

"იმას ვერ ვიტყვით, რომ ვინმე ღია ცის ქვეშ დარჩა, მაგრამ საკმაოდ დიდი დაზიანება მიადგა საცხოვერებელ სახლებს. უმეტეს შემთხვევაში სახლების სახურავებია გადახდილი", - ამბობს მშვილდაძე. თუმცა, თითოეულ მათგანს რა ოდენობის თანხით დაეხმარებიან ჯერ არ აქვთ დაზუსტებული.

ერთკვირიანმა წვიმებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტს მთლიანად 600 000-მდე ლარის ზარალი მიაყენა.

როგორ გამოიყურება ბაღდათი სტიქიის შემდეგ ნახეთ მალე ქუთაისიპოსტზე ფოტორეპორტაჟი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.