რეგიონი
„ხარაგაული ჩიხია“ - განხორციელებული პროექტები და დასაქმებული ადამიანები ნეპოტიზმის ბრალდების ფონზე
FaceBook
" ყველას აქვს უფლება კონკრუსის წესით დაიკავოს რაიმე პოზიცია და ნათესაობა არ უნდა იყოს შემაბრკოლებელი".

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აერთიანებს 20 ადმინისტრაციულ ერთეულს და მასში შემავალ 76 სოფელს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში ყველაზე დიდია წყალტუბოს შემდეგ. თუმცა ხარაგაულელები თავიანთ მხარეს ჩიხს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ აქაც იგივე პრობლემებია, რაც მთელ საქართველოში.

"უკან და უკან მიდის საქმე, უმუშევრობაა მთავარი პრობლემა. ვინმე დასაქმდა? რამე გაკეთდა? ", - მიაჩნია ხარაგაულის მცხოვრებთა ნაწილს.

აღნიშნულ კითხვებს პასუხობს ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და ასახელებს პროექტებს, რომლებიც ხარაგაულში გაკეთდა.

"2013 წლიდან დღემდე ხარაგაულში განხორციელდა მრავალი მასშტაბური პროექტი. 7 ახალი სკოლამდელი დაწესებულება აშენდა. მათ შორის ისეთ სოფლებში, სადაც არასოდეს ყოფილა საბავშვო ბაღები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამს. მომავალი წლისთვის იგეგმება 300-დან 400 ათას ლარამდე თანხის გამოყოფა რამდენიმე სკოლამდელი დაწესებულების აღსადგენად", - აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.

დაბა ხარაგაულში ახალი სტაციონარის აშენებასაც აანონსებენ. როგორც ხარაგაულის გამგეობაში განმარტავენ შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამშენებლო კომპანია "2004"- თან გააფორმა ხელშეკრულება. რომელმაც სტაციონარის მშენებლობა უნდა აწარმოოს ხარაგაულში.

"კომპანია მშენებლობას უახლოეს დღეებში დაიწყებს და მომავალი წლის ივლისში დაასრულებს. ხარაგაულელებს მოემსახურებათ 1500 კვადრატული ფართის მქონე, 10-15 საწოლიანი ორსართულიანი შენობა, ახალი ლაბორატორიით და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით", - განმარტავს ხარაგაულის გამგებელი.

ლურსმანაშვილი კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებულ აქტივებზე მიუთითებს .

"დაბა ხარაგაულს გააჩნია რეაბილიტირებული კინოთეატრი. რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. პროექტი 700 ათას ლარამდე დაჯდა", - აღნიშნავს გამგებელი.

მუნიციპალურ კინოთეატრში კულტურულ-საგანმანათლებლო (ა)აიპის წარმომადგენლები მუშაობენ. სულ ხარაგაულში 16 (ა)აიპი-ა, სადაც 629 თანამშრომელია დაკავებული.

xxx

როგორ "ნაციონალური მოძრაობის" ხარაგაულის წარმომადგენლობაში აცხადებენ (ა)იპებში ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავებია დასაქმებული. "შტატებს ზრდიან მათი ოჯახის წევრების ხარჯზე. ადგილი აქვს ნეპოტიზმის არაერთ შემთხვევას", - აღნიშნავს ხარაგაულის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ნათესაობის ნიშნით თანამდებობასა და სხვადასხვა პოზიციებზე დანიშნული ადამიანების სიასაც ასაჯაროებენ და ნეპოტიზმის 17-მდე შემთხვევაზე მიუთითებენ.

აღნიშნული ფაქტების არსებობას არ უარყოფენ ხარაგაულის გამგეობაში, თუმცა მიუთითებენ, რომ ყველა ეს ადამიანი სხვა ნიშნით შეირჩა და არა ნათესაობის.

" ყველას აქვს უფლება კონკრუსის წესით დაიკავოს რაიმე პოზიცია და ნათესაობა არ უნდა იყოს შემაბრკოლებელი", - აღნიშნა ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.

მისი განმარტებით, ყველა კანდიდატმა კონკურსი გაიარა და ამ გზით დაინიშნა თანამდებობაზე.

"ხარაგაულში ნეპოტიზმის ფარგებში არ ხდება ადამიანების შერჩევა, არამედ პროფესიონალიზმის ფარგლებში, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი იქნება განთავსებული შესაბამის თანამდებობაზე", - მიაჩნია ხარაგაულის გამგებელს.

xxx


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულია 134 ადამიანი, აქედან 94 თანამშრომელი დანიშნულია კონკურსის წესით. როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ აქ ატესტაციის საჭიროება არ დამდგარა
.
აღნიშნული თანამშრომლებისთვის გამგეობასა და საკრებულოში 2014 წელს პრემიის სახით გაიცა 140 520 ლარი, 2015 წელს კი - 3550 ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 10 271 700 ლარით. რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილია - 2190 300 ლარი.

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის -"სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში , ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" პოზიციას.
"ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.