ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული
სიითაც ეყოლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ
მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"
თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობასთან
შეხვედრისას განაცხადა.
"გპირდებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან სწრაფი განვითარების გეგმით, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს განვითარებისიმ ეტაპს, როდესაც ჩაყრილი იქნება საფუძველი გრძელვადიანი, განვითარებული, გაფერადებული და აგუგუნებული ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის."


