რეკლამა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში ამომრჩევლებს შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.

პაატა მხეიძე დღეს საკუთარ ელექტორატს, რუსთავის 29-ე საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს, რუსთავის პარკში შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ამასთან, მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

პაატა მხეიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო ეროვნული ბრძოლა ტოტალური უსამართლობიდან გასათავისუფლებლად.

"სწორედ თქვენ დააყენეთ თქვენი ოჯახები უდიდესი საფრთხის ქვეშ მაშინ, როდესაც შეხვედით უთანასწორო ბრძოლაში ძალადობასა და ადამიანთა სისხლზე აშენებულ რეჟიმთან. თქვენ იცავდით და იცავთ "ქართული ოცნების" ხმებს და ეს პრინციპულობა დღესაც და მომავალშიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას" -განაცხადა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ.

პაატა მხეიძესთან ერთად რუსთავის პარკში ასევე იმყოფებოდა რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.