რეკლამა
"ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატი - ახალი ქალაქის შენების გარანტი ვიქნები (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქ.გორში, ვერხვების დასახლებაში, მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებმა, მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად არსებული პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრეს.

"დღეიდან მე ჩემს ქალაქის თითოეულ უბანში მივალ და თითოეული გორელის პრობლემას გავეცნობი. 8 ოქტომბრიდან, ჩვენ ერთად დავიწყებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი ცხოვრების შექნას. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩემი ქალაქის განვითარება, რადგან მე ამ ქალაქში დავიბადე. მე ვიქნები გარანტი ახალი ქალაქისა და უკეთესი მომავლის შენების,"- განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, იოსებ მაკრახიძემ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
„თეგეტა
მოტორსი“ მომხმარებელს განსაკუთრებული
შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:11 / 26.11.2025

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.