რეკლამა
გრიგოლ ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"სოფლებში გამართული შეხვედრები საშუალებას მაძლევს კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდე იმ პრობლემებს, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ."

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

გრიგოლ ლილუაშვილი სოფელ უხუთის, გორას, ზედა გორასა და შუა გორას მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატთან ადგილობრივებმა სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მცირე მეწარმეობის განვითარებაზე ისაუბრეს, მათივე თქმით ხელისუფლებიდან სოფლის პროგრამების დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

"იმისთვის რომ სოფელი ადგილობრივებისთვის მიმზიდველი გახდეს, უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურული საკითხები, აუცილებელია ყველა ოჯახის გაზიფიცირება, ასევე ჩემთვის ერთ- ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მიგრაციაა, სოფლებში შეხვედრებისას ვხედავ ძალიან ბევრ მიტოვებულ კერას, სოფლებიდან მასობრივად ხდება ახალგაზრდების გადინება, რაც ჩემთვის გასაგებია, დღეს მათ არ აქვთ ადგილზე საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, ჩემი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებს ადგილზე შევუქმნათ პირობები და დავარწმუნოთ რომ დაუბრუნდნენ საკუთარ სოფლებს და ოჯახებს, მათი ნიჭიერება და განათლება ადგილზე მოახმარონ საკუთარ კუთხეს. ეს მოგვცემს საშუალებას გავაძლიეროთ სოფლები, მდიდარი სოფელლი კი აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას," - განაცხადა ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.