პოლიტიკა
პლაკატების "ომი" ქუთაისში
FaceBook
2020 წლის საპ­არლამენტო  არ­ჩევ­ნებამ­დე 38  დღით ად­რე, არ­ჩევ­ნებში  მო­ნა­წი­ლე  პო­ლი­ტი­კურ სუბიექ­ტებს შო­რის ქუ­თა­ის­ში  პ­ლა­კა­ტების  „ ომი" და­იწყო.

პარტიებისთვის პლაკატების განსათავსებლად ქალაქში დაახლოებით 20-მდე  ადგილია გამოყოფილი, თუმცა ობიექტები ამდროისთვის  სრულად ათვისებული არ არის.

მიზეზად პარტიების ნაწილი არასაკმარის თანხას ასახელებს, ნაწილი თვლის, რომ გარემოს დაცვა მათთვის უფრო პრიორიტეტულია, ხოლო ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველი მათ ისედაც კარგად იცნობს და ამისთვის დამატებითი თანხების დახარჯვა აუცილებელი არ არის.

"ისედაც კარგად იცნობს საზოგადოება ირმა ინაშვილს და დავით თარხან-მოურავს", - ამბობენ "პატრიორთა ალიანსში". 

პარტიაში  განმარტავენ, რომ  მაჟორიტარობის კანდიდატს  ქუთაისში მხოლოდ ერთი  ბანერი ექნება და რამდენიმე ადგილზე პლაკატებსაც  გააკრავენ.  

ქალაქში  საარჩევნო პლაკატები ძირითადად არჩევნებში მონაწილე მთავარ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ განთავსებული. 

"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების ბანერები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, ავტობუსების გაჩერებებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტზეც შეგხვდებათ.

წინასაარჩევნოდ ქალაქის ქუჩებში გაკრული პლაკატების რაოდენობით ,,ევროპული საქართველოც" გამოირჩევა.  მათ სააგიტაციო მასალა  გარე განათების ბოძებზეც განათასეს, რაც აკრძალულია. 

,,როცა გავაკარით მაშინ აკრძალული არ იყო. ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია და თუ უნდათ ჩამოხსნან", - ამბობენ პარტიაში.

მათ სააგიტაციო მასალებზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ჩანს. მერობის კანდიდატის ბანერებზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 

ოთხი ბანერი განათავსა ქალაქის მასშტაბით ამ ეტაპზე ,,ნაციონალურმა მოძრაობამ", თუმცა აქაც მთავარ აქცენტს მაჟორიტარობის კანდიდატზე აკეთებენ. მერობის კანდიდატის ერთადერთი ბანერი კი პარტიის ოფისთან განათავსეს. რაც შეეხება პლაკატებს, პარტიაში მასზე უარს გარემოს დაცვის მიზნით აცხადებენ. 

,,ვფიქრობთ, რომ ამით გარემოსა ადგება ზიანი და მივიღეთ გადაწყვეტილება პლაკატები აღარ გავაკრათ."

წინასაარჩევნოდ საკუთარი კანდიდატების ბანერები ჯერ მხოლოდ თავიანთ ოფისთან განათავსეს ,,თავისუფალი საქართველოს" წევრებმა. 

,,ალბათ, კიდევ 5 ადგილზე გვექნება განთავსებული ბანერები. ადგილების შერჩევა დასწრებაზეა ფაქტიურად. სადაც ცარიელი ელექტრობოძები იყო იქ დავიწყეთ პლაკატების გაკვრა. მსგავსად აქვს გაკეთებული ,,ევროპულ საქართველოს" და ,,ქართულ ოცნებას". თუ ისინი ჩამოხსნიან. ჩამოვხსნით ჩვენც", - განმარტავენ პარტიაში.

გარემოს დაცვის მიზნით, პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" წინასაარჩევნოდ ქუთაისში პალაკატებს არ გამოიყენებს. ჯერ არც ბანერები განუთავსებიათ, თუმცა აცხადებენ, რომ მხოლოდ 6 ბანერი ექნებათ, რომელთა განთავსების ნებასაც კერძო კომპანიებისაგან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიიღებენ.

,,კედლებზე, ბოძებზე პლაკატების გაკვრაში პარტიები 100 ათასობით ლარს ხარჯავენ. ჩვენ არაფერს ვხარჯავთ. არცერთ ქალაქში ერთი პლაკატიც არ გვექნება."

"პლაკატების კამპანიაში" ჩასართავად ემზადებიან პოლიტიკური პარტიაშიც ,,ქართულ ფესვები". სად და რამდენ ბანერს განათავსებენ ჯერ დაზუსტებული არ აქვთ. 

,,დიდ თანხებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული, თუმცა ალბათ 3 ბანერი გვექნება, პლაკატების დაბეჭდვაც იგეგმება".

წინასაარჩევნოდ პლაკატების კამპანია ჯერ არც  ,,ლელო საქართველოსთვის" დაუწყია.  ქალაქში არ ჩანს  "სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის მერობის კანდიდატის პლაკატებიც. წინასაარჩევნო კამპანიაში ჯერ საერთოდ არ ჩართულან ,,ლეიბორიტული პარტიიდან". 

წინასაარჩევნოდ სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის სამსახურების შენობებზე, საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, ირ.აბაშიძის გამზირზე კინო "სულიკოდან" "ავტოქარხნის" გზაგამტარ ხიდამდე, ბაგა-ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე, სპორტის სასახლის შენობაზე, მუზეუმების, თეატრებისა და რეაბილიტირებული შენობების ფასადებზე, გარე-განათების ბოძებზე.

ქუთაისში მაჟორიტართან ერთად მერსაც აირჩევენ. ქალაქის მერობისათვის 5 და მაჟორიტარობისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ანა ჯიქია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მთავრობის მიერ თბილისში დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
18:05 / 28.04.2024
მთავრობის მიერ თბილისში დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
იმერეთის მუნციპალიტეტებში თანამდებობის პირები „ქუთაისიპოსტთან“
საუბარში ღიად ამბობენ, რომ 29 აპრილს, თბილისში, „ოცნების“ მიერ
დაანონსებულ აქციაზე მიდიან.
14:00 / 28.04.2024
იმერეთის მუნციპალიტეტებში თანამდებობის პირები „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ღიად ამბობენ, რომ 29 აპრილს, თბილისში, „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე მიდიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.