პოლიტიკა
"რუსული კანონის" მხარდამჭერ აქციაზე ქუთაისიდან თბილისში ავტოკოლონა გაემართება
FaceBook
მთავრობის მიერ თბილისში დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
ხვალ, 29 დეკემბერს, დილით ქუთაისიდან თბილისში ავტოკოლონა გაემართება.

"ქართულ ოცნების" ქუთაისის შტაბში ამბობენ, რომ აქციაზე ხალხი "თავისი ნებით" მიდის და არავის არაფერს აძალებენ.

"რომ ველოდით სამჯერ მეტი ხალხია. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით. თავად მოგვამრთავენ და ჩვენ ტრანსპორტირებაში ვეხმარებით. არავის არაფერს არ ვაძალებთ, პირიქით, აქეთ გვეძალებიან,"- ამბობს "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი და ამავე დროს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე.

აქტივისტების გარდა, ქუთაისიდან და ზოგადად, იმერეთის რეგიონიდან აქციაზე წასასვლელად თანამდებობის პირებიც ემზადებიან. ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ სამუშაო დღეს არა სამსახურებში, არამედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდასჭერად მიდიან, რომელიც 29 აპრილს, პარლამენტში მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ.

"ქართულმა ოცნებამ", 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, რუსულ კანონთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება დაანონსა. ცნობილია ისიც, რომ აქციას დაესწრება თავად ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე", რისთვისაც ხელისუფლება მუქარითა თუ მოსყიდვით ყველა რესურს იყენებს.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს მიიღი. მას 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სიპებისა და აიპების წარმომადგენლებს,  ოპოზიციურად
განწყობილი ადამიანების განეიტრალება დაავალეს -  ინფორმაციას
13:14 / 10.10.2024
ქუთაისში, სიპებისა და აიპების წარმომადგენლებს,  ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების განეიტრალება დაავალეს -  ინფორმაციას "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ავრცელებენ, რომლებმაც ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან, ბრიფინფი გამართეს.
12:06 / 10.10.2024
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა, ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.