ახალი ამბები
"ქუთაისის მერია სადამსჯელო ოპერაციას იწყებს"
FaceBook
"ევროპული საქართველო " ქუთაისის მერიაში პოლიტიკური ნიშნით წმენდას აანონსებს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ,  დავით გოგისვანიძემ,  ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერიაში არსებობს ე.წ. "შავი სია" , რომელშიც ის ადამიანები შედიან, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიაში ამბობენ, რომ ამ სიაში მაღალი თანამდებობის პირებიც შედიან.

"ქუთაისის მერია იწყებს მორიგ სადამსჯელო ოპერაციას იმ თანამშრომლებისა და ჩინოვნიკების მიმართ, ვინც მონაწილეობა არ მიიღო სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში და პირიქით, აპირებენ წაახალისონ ისინი, ვინც  აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლა,  ცხელ კვალზე მოხდება მათი ამ ნიშნით წმენდა. ეს არ ეხება მხოლოდ რიგით თანამშრომლებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ე.წ.  შავ სიაში" იყვნენ მაღალი თანამდებობის პირებიც"-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

"ევროპული საქართველოს" მიერ გაკეთებულ განცხადებამდე, ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია საჯაროდ მოითხოვა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა. ალეკო ახალაძის განცხადებით, მერიის დაქვემდებარებულ ააიპებში "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი მხარდამჭერია.

"არის საბოტაჟის მცდელობები და ასე არ შეიძლება. დანაშაულებრივი პარტია არ უნდა იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსს. მე მოვითხოვ, რომ ჩატარდეს რეორგანიზაცია, რადგენ ეს ხელს შეუშლის იმ გუნდის მუშაობას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ", – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ალეკო ახალაძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის
ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც
აღნიშნეს.
14:41 / 17.05.2024
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.