ახალი ამბები
მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
FaceBook
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 მაისს გამოსცა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ, სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

„ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

აღსანიშნავია, რომ მაისის თვეში, მთავრობის მიერ, ასევე უქმე დღედ იყო გამოცხადებული 7, 8 და 10 მაისი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ხვალიდან, 1-ელი ნოემბრიდან
მუშაობას წყვეტს, ჩერდება ჭიათურის მაღაროც. 
17:00 / 31.10.2024
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ხვალიდან, 1-ელი ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს, ჩერდება ჭიათურის მაღაროც. 
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჯამში 490 ინციდენტი და
დარღვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ
16:37 / 31.10.2024
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებში“ აცხადებენ

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.