ახალი ამბები
ნანა ძაგნიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
FaceBook
მიმდინარე წლის 22 აპრილს ლატვიაში, რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ გაიმარჯვა.

სპორული საინფორმაციო პორტალის, sportall.ge ინფორმაციით, მე-11 ტურის შეხვედრაში ქართველი მოჭადრაკე, შავი ფიგურებით, რუს ნატალია პოგონინას დაუზავდა და 8,5-ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.

ჩემპიონატზე გადამწყვეტი წინა, მე-10 ტური აღმოჩნდა, რომელშიც ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით პოლონელი მონიკა სოცკო დაამარცხა, 8 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა და მთავარ კონკურენტ რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას ნახევარი ქულით გაუსწრო. გორიაჩკინამ ბოლო ტურში თავისი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.

ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი ქალია, ვინც ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება შესძლო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.