ახალი ამბები
აწსუ-ს სტუდენტი აშშ-ში, Chicago-Kent College of Law-ში, დაფინანსებით ისწავლის
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი საბა ხუჯაძე, 2024 წლის აგვისტოდან, სწავლას ამერიკაში, ილინოისის შტატში მდებარე Chicago-Kent College of Law-ში გააგრძელებს.

ის Illinois Tech-ის სამაგისტრო პროგრამაზე, სახელწოდებით Trial Advocacy 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

აღნიშნული U.S. News & World Report 2023 წლის რეიტინგით რიგით მე-9 საუკეთესო სამაგისტრო პროგრამაა აშშ-ში და Harvard University-ს მიერ შემოთავაზებულ იმავე სასწავლო პროგრამას უსწრებს.

საბა მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის გავლა დაეხმარება, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული სასამართლო სისტემის დახვეწაში.

ამ წარმატებამდე მან Erasmus+ International Credit Mobility Programme - ის ფარგლებში ერთი აკადემიური სემესტრი Aristotle University of Thessaloniki-ს სამართლის სკოლაში (სალონიკი, საბერძნეთი) გაიარა, ხოლო იმავე პროგრამაში კიდევ ერთხელ გამარჯვებულმა, მეორე აკადემიური სემესტრი - Pan-European University-ში (ბრატისვალა, სლოვაკეთი).

ამავდროულად, ლიეტუვის მთავრობის სტიპენდიით ერთი წელი Mykolas Romeris University-ს სამართლის სკოლაში (ვილნიუსი, ლიეტუვა) ისწავლა. ამჟამად კი, ლატვიის მთავრობის სტიპენდიის ფარგლებში, კიდევ ერთ აკადემიურ სემესტრს ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში - University of Latvia გაატარებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.