ახალი ამბები
"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მერიას სასამართლოში უჩივის
FaceBook
სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“, რომელიც „ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, მერიას სასამართლოში უჩივის.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპანიას ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი დააჯარიმა, „ივერთმშენის“ გენერალური დირექტორი დავას სასამართლოში გააგრძელებს.

ედიშერ ჯანჯულიასთვის გაურკვეველია, რატომ შეწყვიტა მასთან თანამშრომლობა მერიამ, მაშინ, როცა ამ უკანასკნელს კომპანიისთვის სრულყოფილი პროექტიც კი არ მიუწოდებია.

შესაბამისად, იგი არც იმ პირგასამტეხლოს გადახდას აპირებს, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 145 244 ლარის ოდენობით დააკისრა.

„ჩვენ უკვე მივმართეთ სასამართლოს და ვინ რას გადაიხდის, ამას სასამართლო გაარკვევს. რატომ არ ვმუშაობდით, რა გვაჩერებდა, ამაზე რატომ არ ფიქრობენ? 900 000 ლარის ღირებულების ობიექტზე 145 000 ლარი დაითვალეს ჯარიმები. ასეთი რამ არ ხდება არსად“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ქუთაისის მერიამ „ივერთმშენს“ ხელშეკრულება დაახლოებით ერთი კვირის წინ შეუწყვიტა. შესაბამისი ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე 9 ივნისს არის ატვირთული და მიზეზად კომპანიის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა. კერძოდ, გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენა სახელდება.

მხარეებს შორის თანამშრომლობის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ პროტესტს უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა კომპანიის, არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ მოიწონა.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონტრუქცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდება.

იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, სადაც კომპანია „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. ის სარემონტო სამუშაოებს 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა. „ოქროს ჩარდახის“ პროექტი კი შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა.


ამავე თემაზე:

მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა

"შეწყდეს ოქროს ჩარდახის რეკონსტუქცია" - კიდევ ერთი წერილი ქუთაისის მერიას

"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები" - ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო

ქუთაისის მერია ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციას იწყებს - ტენდერი გამოცხადებულია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო
აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე
განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
12:45 / 06.12.2024
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.
16:44 / 05.12.2024
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.