ახალი ამბები
"შეწყდეს ოქროს ჩარდახის რეკონსტუქცია" - კიდევ ერთი წერილი ქუთაისის მერიას
FaceBook
„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის შეჩერების მოთხოვნით, ქუთაისის მერიას წერილით საინიციატივო ჯგუფის შემდეგ, „მემკვიდრეობის პლატფორმის“ წევრები მიმართავენ.

„ქალაქ ქუთაისში მდებარე „ოქროს ჩარდახი“ წარმოადგენს იმერეთის მეფეთა XVII საუკუნის რეზიდენციიდან ერთადერთ შემორჩენილ ნაგებობას. უნიკალური შენობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლია.

მისასალმებელია, რომ იგეგმება ძეგლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. თუმცა, რეკონსტრუქციის არსებული პროექტით განსაზღვრული ჩარევები შეუსაბამოა მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის პრინციპებთან:

სახელოვნებათმცოდნეო კვლევა არ არის სიღრმისეული, პროექტის კონსტრუქციული და რესტავრაციის ნაწილები არ ესადაგება ერთამენთს, იგეგმება რკინა-ბეტონის და ლითონის სვეტების გამოყენება ხის შესაფუთად და თაღოვანი კონსტრუქციების შემინვა ალუმინის ფანჯრებით, არ ჩატარებულა ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა და არ არის შემუშავებული „ოქროს ჩარდახის“ შენობის სამომავლო დანიშნულება. დაუშვებელია ძეგლზე სამუშაოს დაწყება აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების გარეშე.

მივმართავთ ქალაქ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას, ქუთაისის მერიას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, თხოვნით, „ოქროს ჩარდახის“ პირვანდელი ისტორიული სახის შესანარჩუნებლად და მისი უნიკალური კულტურული მნიშვნელობის დასაცავად, იქნას მიღებილი შესაბამისი ზომები: შეწყდეს მიმდინარე სამუშოები ძეგლზე და შესაბამისი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის შემუშავების შემდეგ მოხდეს ძეგლის რესტავრაცია“,-
აღნიშნულია წერილში.

განცხადებას ხელს პლატფორმის შემდეგი წევრები: ICOMOS საქართველო, ICOM საქართველო, საქართველოს ეროვნული ფონდი, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საზოგადოება ბათომი, CDC სათემო განვითარების ცენტრი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, მე ვარ ქალაქი, მწვანე ალტერნატივა, ქართული სახლი, მდგრადი კავკასია აწერენ.

ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, „ოქროს ჩარდახის“ სახელწოდებით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა პეტიციაც შეადგინა, რომელსაც ერთ კვირაში 1349 მოქალაქემ მოაწერა ხელი.

ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ოქროს ჩარდახის პროექტი შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია "ივერთმშენი" 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები" - ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.