ახალი ამბები
მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა
FaceBook
ქუთაისის მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ივერთმშენს“ ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი დააჯარიმა.

შესაბამისი ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე 9 ივნისს არის ატვირთული.

ბრძანების თანახმად, მერიამ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის მეზეზად გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენა მიუთითა.






ამასთან, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, ადგილობრივმა თვითმმართველობამ "ივერთმშენს" ჯარიმის სახით (პირგასამტეხლო) 145 244 ლარი დააკისრა.  

ხელშეკრულების შეწყვეტა მოულოდნელი აღმოჩნდა „ივერთმშენის“ გენერალური დირექტორისთვის. ედიშერ ჯანჯულია განმარტავს, რომ ისინი გეგმა-გრაფიკის მიხედვით იმიტომ ვერ ასრულებდნენ სამუშაოებს, რომ დამკვეთიდან, ანუ მერიიდან, სრულყოფილი პროექტი (რომლის მიხედვითაც უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები) მიწოდებული არ ჰქონდათ. ის, რომ კომპანია მერიას გარკვეულ საკითხებში გარკვევას სთხოვდა, ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულ დოკუმენტშიც ჩანს. 




„ჩვენ არ გვქონდა სრულყოფილი პროექტი და ამიტომ ვერ ვასრულებდით სამუშაოებს. გვიგზავნიდნენ წერილებს, გეგმა-გრაფიკში ჩამორჩენილები ხართო, ჩვენ ვწერდით, რომ კორექტირებული პროექტი გვჭირდებოდა და დროულად მოეცათ ოფიციალურად. წარმოიდგინეთ, რომ მასალები შეძენილი, დახერხილი და გამზადებული მაქვს, ამდენი ხარჯი მაქვს ნანახი, მათ კი ხელშეკრულება გაწყვიტეს. ეს იყო შოკი, წარმოუდგენელი რამ. ჯერ იყო და მუხა შეგვიცვალეს წაბლით, დავამზადეთ ნახევარი და მერე გვითხრეს არ შეგიცვლითო. თითქოს სპეციალურად ეძებდნენ რაღაცას. კატასტროფა იყო, რაც მე ვნახე, ამ ხნის სტაჟი მაქვს მუშაობის და არ შემხვედრია ასეთი არაფერი. ვფიქრობ, ჩვენი კომპანია გაწირეს. ასეთი მოქცევის ღირსი არ ვიყავით ნამდვილად", - განმარტავს ედიშერ ჯანჯულია.

კომპანიაში დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და დავას სასამართლოში გააგრძელებენ. 

მხარეებს შორის თანამშრომლობის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ პროტესტს უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა კომპანიის, არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ მოიწონა. 

„ოქროს ჩარდახის“ რეკონტრუქცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდება. 

იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, სადაც კომპანია „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. ის სარემონტო სამუშაოებს 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა. „ოქროს ჩარდახის“ პროექტი კი შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა.


ამავე თემაზე:

"შეწყდეს ოქროს ჩარდახის რეკონსტუქცია" - კიდევ ერთი წერილი ქუთაისის მერიას

"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები" - ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო

ქუთაისის მერია ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციას იწყებს - ტენდერი გამოცხადებულია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.