"არ არსებობს გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობა" - რიონის ხეობაში სახალხო დამცველი ჩავიდა
16:33 / 08.04.2021
სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში ჩავიდა და
ადგილობრივებს შეხვდა.
ომბუდსმენის თქმით, ხეობაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა
არაპროპორციულია და ამის საჭიროება არსებული რეალობის
გათვალისწინებით, არ არსებობს.
"ჩვენ ვერ დავინახეთ რა საჭირო იყო
გადადგილებაზე შეზღუდვის დაწესება, მითუმეტეს არანაირი წინაღობა,
ძალადობაზე მინიშნება არ ყოფილა. სამწუხაროდ, ვერც ადგილზე მივიღე
პოლიციელებისგან ამაზე განმარტება. ჩვენ უკვე ოფიციალურად მიმართული
გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ საკითხთან
დაკავშირებით.არამხოლოდ ბლოკპოსტთან, ზოგადად
გამოყენებულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც მივმართეთ, რასაც პოლიცია
იყენებს ადგილზე და ჩვენ შევისწავლით სამართლებრივ მხარეს, რა
არგუმენტაცია აქვს პოლიციას. დღეს როგორც აქტივისტებისგან მოვისმინე,
მათ შორის არაკომენდნატის საათის დროსაც კი, მათ აქვთ შეზღუდული
გადაადგილების უფლება. ამის არანაირი დასაბუთება მე ჯერ არ
მომისმენია, არც საჯაროდ და არც ოფიციალურად. გადაადგილების
შეზღუდვა არის არაპროპორციული, დღეს არანაირი საჭიროება არ არის
იმისა, რომ აქ გადაადგილება კონტროლდებოდეს", -
განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რიონის ხეობაში გადაადგილებაზე
შეზღუდვა 3 აპრილს მას შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ ნამოხვანში
ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი სამართალდამცავებთან ერთად ჩავიდა.
ხეობაში მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა
ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი
გამოიწვია. იმავე დღეს, პოლიციამ ჩაკეტა ნამოხვანთან მისასვლელი გზა,
დააკავა ორი და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა 12
აქტივისტი.
ამის შემდეგ, ხეობის მცველებმა გუმათჰესთან
მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კიდევ ერთი კარავი გაშალეს.
რიონის ხეობაში ახლა პროტესტის ორი ლოკაცია და ხუთი
კარავია.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უკვე 166-ე ღამე გაათიეს კარვებში.
ისინი მოითხოვენ კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს
ჰესის მშენებლობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
ხეობის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია მთავრობის ხუთპუნქტიანი
შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების გეგმა მათ
მოთხოვნებს არ პასუხობს. ამავე თემაზე:
"ჰესის არ აშენება არ
განიხილება'' - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა, ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები