ახალი ამბები
ნამახვანში პოლიციამ ორი პირი დააკავა
FaceBook
რიონის ხეობაში პოლიციამ ორი პირი დააკავა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლით ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


დღეს სოფელ ნამოხვანში კომპანია "ენკამ" ჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა. პროცესს კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს გამოსავლის სახით შესთავაზა, თუმცა, მისმა გამოჩენამ ხეობაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.


მერაბ ლომინაძე ჰესის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად დილიდან მივიდა, თუმცა, პოლიციის თანხლებით.


მისი გამოჩენიდან მალევე  ხეობაში სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. ისინი ტექნიკასთან მიახლოებას შეეცადნენ, თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.


ნამოხვანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ხეობის მცხოვრებლები შეძახილებით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას და კომპანიას ხეობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.


რიონის ხეობისკენ მისასვლელი გზა შეზღუდულია. საპოლიციო კონტროლი გუმათჰესის ტერიტორიიდან იწყება. რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 160-ე ღამე გაათიეს კარვებში.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.