ახალი ამბები
ხეობის მცველებმა გუმათში კარავი გაშალეს
FaceBook
რიონის ხეობის მცველებმა კარავი სოფელ  გუმათში გაშალეს.

აქციის მონაწილეები, რომლებიც ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ, გუმათში არიან შეკრებილები. ისინი ნამოხვანში გადაადგილებას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. როგორც აქციის მონაწილეებს პოლიციის ხელმძღვანელმა განუცხადა, საფრთხეების თავიდან აცილების გამო, ადამიანებს ხეობაში ვერ შეუშვებენ.

შეზღუდვის გამო აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ადგილზე კარავი გაშალეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეიქმნება ახალი ლოკაცია, სადაც მოქალქეებს შესაძლებლობა ექნებათ, კომენდანტის დროს კარავში დარჩნენ. ადგილზე მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, აქვე არის სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც გამოეხმაურა კომპანის მიმართავას და განაცხადა, რომ ყველა მხარეს შეხვდებიან და ყველაფერს შეისწავლიან. 

რიონის ხეობაში, სადაც გიგანტური ჰესი უნდა აშენდეს, ვითარება 3 აპრილს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე პოლიციის თანხლებით კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი მივიდა. მერაბ ლომინაძე რიონის ხეობის მცველებსაც შეხვდა. მან ხეობის მცველებს უთხრა, რომ მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა, შესაბამისად, ტერიტორიაზე ტექნიკაც შეიყვანეს. ამის გარდა, ხეობაში აკრძალულია გაადგილება. პოლციამ გუშინვე აღმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც აფერხებს მედიის მუშაობას.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.