ახალი ამბები
გოგი წულაია საავადმყოფოშია გადაყვანილი
FaceBook
გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

იგი ამჟამად #18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების სპეციალურ კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებულის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, პატიმარმა დღეს წონასწორობა დაკარგა და დაეცა, რის შემდეგაც, მისი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

"15 კილო აქვს უკვე დაკლებული. დღეს გაუშავდა თითები და საკანში წაიქცა. უკვე შეუძლებელი იყო მისი იქ მკურნალობა და გადაიყვანეს სპეციალიზებულ კლინიკაში",
- ამბობს ვალერი გელბახიანი.

პოლიტიკოსი გოგი წულაია, მეათე დღეა შიმშილობს. დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მან გულზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა.

გოგი წულაია
17 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. პოლიტიკოსის მიმართ თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, თუმცა, მოგვიანებით ბრალი დამძიმდა და გოგი წულაიას მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  გოგი წულაიას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მომდევნო პროცესი 10 მაისსა ჩანიშნული.

დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. დაცვის მხარე მომხდარს, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ აუდიოჩანაწერებს უკავშირებს, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს  იმ არასრულწლოვნების დასჯას სთხოვს, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გოგი წულაიამ ბერა ივანიშვილს საჯაროდ აგინა.


ამავე თემაზე:

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #გოგი წულაია
მსგავსი სიახლეები
ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა წარმოადგინა რეზოლუცია,
10:50 / 26.06.2022
ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა წარმოადგინა რეზოლუცია,
“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან, 
10:26 / 26.06.2022
“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან, 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.