ახალი ამბები
კარავში გათენებული 148-ე ღამე - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება
FaceBook
რიონის ხეობაში ადგილობრივებმა 21 მარტს,  148-ე ღამე,  ისევ კარვებში გაათიეს. თითქმის ხუთთვიანი უწყვეტი პროტესტი სოფელ ნამოხვანში გრძელდება.

ხეობის მცხოვრებლები 14 მარტის ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ, ნაბიჯის გადადგმას ხელისუფლებისგან ელოდებიან, თუმცა, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას აღარ აპირებენ.

აქციების ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება უახლოეს დღეებში არ დააფიქსირებს მკაფიო პოზიციას ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ისინი ხეობაში კომპანია "ენკას" ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ, მომდევნო გეგმა კი, თბილისში აქციის გამართვა იქნება.

ხეობაში კომპანიის კუთვნილი ავტომანქანები დღესაც გამოჩნდნენ, თუმცა, ადგილობრივებმა მათ გზა გადაუკეტეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

"დღესაც იყო კომპანიის ორი "პიკაპი". სამუშაოები არ განახლებულა, მაგრამ გვითხრეს დარაჯისთვის მიაქვთ რაღაცო. ამას არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა. გადავუკეტეთ გზა და ასე იქნება შემდეგაც. დღევანდელი დღე იყო ერთგვარი გაფრთხილება, რომ თუ აქ გამოჩნდება ტექნიკა, ისევ იმავე მეთოდებს მივმართავთ, რასაც თვეების წინ ვაკეთებდით და არ გავატარებთ. ახლა ველოდებით რა ნაბიჯს გადმოდგამენ. ჩვენ შეგნებულად არ გვიჩქარია და დღეები არ დაგვითვლია, რადგან ჩვენი მიზანი არეულობა არ არის.  გვინდოდა ხელისუფლებას ჰქონოდა დრო, რომ ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა, თუმცა,  ნათია თურნავას არც ერთ შემთხვევაში არ შევხვდებით. იმ ამბის შემდეგ, რაც მერიაში მოხდა, მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს. რაც შეეხება თბილისში აქციას, ძალიან არ გვინდა რომ აქამდე მივიდეთ, მაგრამ თუ უახლოეს ხანში არ გაიგონებენ ამდენი ადამიანის ხმას,  კიდევ უფრო მძიმე მოთხოვნებით შევიკრიბებით თბილისში", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი ადგილობრივებმა ხუთი თვის წინ დაიწყეს. ისინი თვეების განმავლობაში ღამეებს  კარავში ათევდნენ, თუმცა, ხელისუფლება პროტესტს დუმილით ხვდებოდა. ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ხეობაში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. სოფელ ნამოხვანში მინისტრებისა და აქციის მონაწილეების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მხარეები 12 მარტს ქუთაისის მერიაში პროექტისა და ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების სადავო პუნქტებს განიხილავდნენ, თუმცა, მინისტრებმა შეხვედრა დაახლოებით 10 წუთში ისე დატოვეს, რომ ხეობის მცხოვრებლებსა და სპეციალისტებს, რომლებიც განხილვაზე იყვნენ მისული, არ მოუსმინეს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ხეობის "მცველებს" ოთხპუნქტიანი გეგმა შესთავაზა, სადაც საუბარი იყო კაშხლისა და წყალსაცავის სამუშაოების გადავადებაზე, კომპანია "ენკაში" ქართველი დირექტორის დანიშვნაზე, რიონის ხეობის განვითარების ხუთმილიონიანი ფონდისა და დამოუკიდებელი საბჭოს შექმნაზე, რაზეც ადგილობრივებმა უარი განაცხადეს. ამის შემდეგ, 14 მარტს ქუთაისში მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის "მცველებმა" ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:


"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს
რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს
პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა
"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში
რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ
რიონის ხეობის „მცველები“
"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება
სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს
პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)
დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)
გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.