ახალი ამბები
ქუთაისის მერის მოადგილის სამივლინებო ვიზიტები
FaceBook
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იანვრიდან ამ დრომდე საზღვარგარეთ მივლინებით ორჯერ იმყოფებოდა.
ნინო თვალთვაძემ მერის მოადგილის რანგში პირველი ვიზიტი ესტონეთში განახორციელა.

მივლინების ფარგლებში შეხვედრები ესტონეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც მონაწილეები ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომების ონლაინ გადაცემის პრაქტიკას გაეცნენ. ასევე, ქუთაისის მერის მოადგილე, ქალაქ ტარტუს მერს ურმას კლაას შეხვდა.

"საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ამ შეხვედრის დროს დაიგეგმა ქუთაისში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. ამის გარდა, შეხვედრაზე ტარტუს მერმა სურვილი გამოთქვა მაისში გვესტუმროს", - ამბობს ნინო თვალთვაძე.

ესტონეთში სამდღიანი ვიზიტი USAID GGI-ის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „როგორ მუშაობს დემოკრატიული მმართველობა პრაქტიკაში ელ-მმართველობის ახალი ინიციატივების თანხვედრა OGP პრინციპებთან საქართველოში“ განხორციელდა, რომელსაც ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია ახორციელებს (ქართული მხრიდან პარტნიორი: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI).

კატასტროფების რისკების შემცირებას და მის მართვას შეეხებოდა ნინო თვალთვაძის მორიგი მივლინება ქალაქ უნგენში. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის “Capacities“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა პროექტის პარტნიორებთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა სამომავლო სამოქმედო გეგმა და საკითხები სადაც 3 პარტნიორი ქალაქი მიიღებს მონაწილეობას.

15-16 თებერვალ ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ პროექტის პარტნიორებთან ერთად ხელი მოაწერა პროექტის კონსორციუმის შეთანხმებას.

პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამი ქალაქის (ქუთაისი, უნგენი და არარატი) შესაძლებლობების სტრუქტურულად გაუმჯობესებას კატასტროფების რისკების მართვის (DRM) დაგეგმვის სტრუქტურული პროცესის წარმართვას.

ქუთისის მერიაში განმარტავენ, რომ მერის მოადგილის სამივლინებო ხარჯები პროექტის ფარგლებში იყო უზრუნველყოფილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.