ახალი ამბები
„მთელ ქალაქს კამერებით ვერ აღვჭურვავთ“ - ქუთაისის მერი გახშირებულ ვანდალიზმზე
FaceBook
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
ამის შესახებ მან ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ერემეიშვილმა კომენტარი ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წარმომადგენლის, თეკლა მებურიშვილის კითხვაზე გააკეთა. მებურიშვილი დაინტერესდა, რა გეგმა აქვს მერიას ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების პრევენციისთვის.

„ჩვენ ვაკეთებთ და ვანდალიზმით ზიანდება. ამაზე მერიამ რა უნდა გააკეთოს? აღვჭურვოთ მთელი ქუთაისი კამერებით, გადავიდეთ დამსჯელ რაზმად თუ რა გავაკეთოთ? ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს აქვს თავისი საგარანტიო ვადა და თუ იმ ვადაში მოხდა დაზიანება, ხელოვნური ჩარევის გარეშე, კომპანია ვალდებულია აღადგინოს. რაც შეეხება სკვერებს და რეკრეაციულ სივრცეებს, გეთანხმებით მაგაში, რომ მერია ვერ გაზრდის იმ ბავშვებს, ვინც ამას აკეთებს“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისში ვანდალიზმის ფაქტებზე „ქუთაისიპოსტს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული. დაზიანებულია ახლადრეაბილიტირებული სკვერები, საბავშვო ატრაქციონები და ქალაქის სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული
ტექნიკა შეიძინეს.
16:49 / 28.10.2026
ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.