ახალი ამბები
აწსუ-მ სტრატეგიული განვითარების 5 წლიანი გეგმა წარადგინა
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2018-2024 წლების სტრატეგიული გეგმა წარადგინა.
სწავლებისა და კვლევის ხარისხის განვითარება, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული და მატერიალური სერვისების განვითარება, მართვის სისტემების სრულყოფა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა განვითარებასაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უახლოეს წლებში გეგმავს.

"ვთვლით, რომ ვალდებული ვართ საზოგადოებას გავაცნოთ ის წარმატებები და მიღწევები, რაც ჩვენს სასწავლებელს აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ დაინტერესებულ მხარეებთან რას ვაპირებთ მომავალში. მსგავს ინტერაქტიულ შეხვედრებს საკმაოდ დიდი ხანია ვმართავთ", - ამბობს უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.

საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტად, უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა, დაწესებულების როლის გაძლიერება პროფესიონალების ჩამოყალიბებაში, პროფესიული განათლება და ხარისხზე ორიენტირება დასახელდა.

პრეზენტაციაზე, აგრეთვე, გაცვლითი პროგრამების წარმატებით მუშაობაზე ისაუბრეს. შეხედრაზე აღინიშნა, რომ ამ დროისათვის სასწავლებელს ევროპისა და ამერიკის 50 წამყვან უნივერსიტეტთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. უნივერსიტეტის რექტორის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორი გახდა.

უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოტენციური დამსაქმებლები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.